Google+

სიახლეები

06.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში  დღეს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი უკვე ბაქოში იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, რომელიც ზაგულბას სასახლეში გაიმართება,  საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. ასევე იგეგმება გაფართოებული შეხვედრა დელეგაციის სრული შემადგენლობით. მხარეები რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო შეთანხმებას გააფორმებენ.  

ორი ქვეყნის პირველი პირები პრესისთვის ოფიციალურ განცხადებებსაც გააკეთებენ. მოგვიანებით კი, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდში გაემგზავრებიან.

ვიზიტის მეორე დღეს, მიხეილ სააკაშვილი  აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსაც ეწვევა. აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)