Google+

სიახლეები

19.10.2011
მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენი წარმატება  ეს არის იმ კონკრეტული რეფორმების შედეგი, რომლებსაც ჩვენ ბოლო წლებში ყველანი ერთად ვახორციელებთ“

გამარჯობათ!

უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მოგესალმოთ. მე სპეციალურად შეგკრიბეთ აქ   სახელმწიფო  სამსახურების წარმომადგენლები, იმისათვის, რომ გამეცნო თქვენთვის ბოლო კვლევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ.ეს   ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმას, რა მიღწევებიც აქვს საქართველოს სახელმწიფო აპარატს და ესეიგი თითოეულ თვენგანს, ბოლო წლების განმავლობაში. „დემოკრატიისა და კანონის ცენტრი“ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, მისი ძირითადი ცენტრი კანადაშია, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ატარებს ყოველწლიურ კვლევებს.ბოლო შედეგებით , რომელიც გამოქვეყნდა    საქართველო არის მსოფლიოში მეორე ქვეყანა ახალი ზელანდიის შემდეგ, რომელსაც  ყველაზე ეფექტური  და გამჭირვალე სახელმწიფო სტრუქტურა აქვს.ეს კვლევა 80 ქვეყანაში  ჩატარდა, შედეგების თანახმად კი საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ეს ქვეყნები რეიტინგში  ჩვენს შემდეგ დგას . მე აღარ  ვლაპარაკობ რუსეთზე, რომელიც სადღაც ბოლოშია. ბოლოს დგას  რუსეთის მეგობარი ვენესუელაც  და ნიკარაგუაც.

მინდა ავღნიშნო, რომ  ჩვენი რეიტინგი და წარმატება  ეს არის იმ კონკრეტული რეფორმების შედეგი, რომლებსაც ჩვენ ბოლო წლებში ყველანი ერთად ვატარებთ. ეს არის ის სიამაყე, რომელიც მე მაქვს თითოეული თქვენგანის მიმართ. თითეული თქვენგანის საქმიანობის გამო.  რომ დავფიქრდეთ, სად ვიყავით 6- 7 წლის წინ და სად აღმოვჩნდით დღეს. გავიხსენოთ თუნდაც ,როგორი იყო,  პოლიციის მუშაობა,რა პირობებში ისხდნენ საპასპორტოებში დასაქმებული ქალბატონები . ახლაც  კარგად მახსოვს  მეორე ვაჟიშვილი რომ გაგვიჩნდა, რა საშინელ  შენობაში  მივედი საჭირო  დოკუმენტების ასაღებად. ახლა კი, ნახეთ  როგორი იუსტიციის სახლებია, როგორ გამარტივდა   მომსახურეობის სერვისები.

 როცა  უცხოელები დაგვყავს ამ იუსტიციის სახლებში ექსკუსიებზე, ისინი გაკვირვებულები რჩებიან. ნახეთ ჩვენი საბაჟოს მექანიზმები როგორ მუშაობს. წლების წინ, მე პირადად რამდენჯერმე ჩავედი საბაჟოზე გამშვებ პუნქძზე და იქ არსებული განუკითხაობის გამო. მოვხსენი მთელი შემადგენლობა,  ამ გაუგონარი სიტუაციის გამო მაშინ პრემიერ-მინისტრიც გავათავისუფლე.

გატარებული ცვლილებების და რეფორმების შედეგად კი  ბოლოს მივიღეთ გეზები. სადაც,  დღეს ტვირთების გაფორმება 7, 9 ,10 წუთშია შესაძლებელი ... ნახეთ როგორ გამარტივდა სამშენებლო ნებართვების მიღების უფლება, დღეს რატომ არის ამდენი მშენებლობა საქართველოში?  მიუხედავად ყველანაირი კრიზისისა. იმიტომ, რომ სამშენებლო ნებართვის მიღებას, მაგალითად უკრაინაში თუ   2 დან 3 წლამდე სჭირდება, რუსეთში ხშირად 5 -6 წელია  საჭირო მოცდა . საქართველოში კი ეს არის მაქსიმუმ 1 დღის ამბავი, თუ რა თქმა უნდა, პროექტი დადგენილ    სტანდარტებს შეესაბამება.

აქვე  მინდა გაგახსენოთ,  ამ ორი წლის წინ  გთხოვეთ, რომ გასულიყავით და რაიონებში გაგეკეთებინათ გამოფენა, მოგეწყოთ პრეზენტაციები   და ხალხისთვის  უბრალოდ  გეჩვენებინათ რას აკეთებს თითოეული თგვენგანი,თქვენი  სამინისტრო, მერია,  გამგეობა რას აკეთებს ესა თუ ის უწყება. გახსოვთ,ალბათ  რომ ბევრი თქვენგანი  გაკვირვებით შეხვდა ამ იდეას, რადგან ეს არ იყო ეგრედწოდებულ  პიარზე  გათვლილი.ეს სწორედ იმ პეროიდში განვახორციელეთ , როცა  არჩევნები არ ახლოვდებოდა.  მაშინ ,ჩემი იდეის მთავარი მიზანი   იყო ის, რომ თვითონ თქვენს  თავში გამოგემუშავებინათ ჩვევა,რომ თქვენ ხართ ხალხის სამსახურში,  თქვენ ხართ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ქართულ საზოგადოებას.   ხართ იქ იმისათვის, რომ გაუღიმოთ და ღიმილით მოემსახუროთ, გაუმჯობესებული სერვისის ფარგლებში .

ამ შედეგებამდე მისვლა   მარტივი საკითხი არ იყო, რადგან კარგად ვიცი და მესმის  რა  მტკივნეული პროცესია, კადრების გამოცვლა. ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი   რომელიც  15,20, 25, 30 წელი მუშაობს ერთ ადგილზე და მერე,  ამათუიმ  უწყების  გაუქმების შედეგად,  შემცირებაში  ყვება, ძალიან მტკივნეულია.  კარგად მესმის მათი გაჭირვების, მათი ფსიქოლოგიური ტრამვისა და სტრესისა...

როცა დილას იღვიძებ და აღარ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც გიყვარდა... ამიტომ , ჩვენ ახლა უფრო ფრთხილად ვეკიდებით  ამ სიტუაციას,რადგან  მაშინ შეიძლება  შეცდომაც მოხდა , მაგრამ მეორეა, რომ სოციალური მობილურობა არის ჩემთვის დემოკრატიის და წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.

 -რატომ არის, რომ საქართველო  ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში , სადაც მეტი ხალხი ბრუნდება, ვიდრე  მიდის. ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ 2008 წელიიყო  და  ალბათ ამაზეც შეიძლება ვიკამათო.

დაბრუნების მიზეზი კი,არის ის რომ  რომ საქართველოში    გაჩნდა შესაძლებლობა.ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდებთან  ერთად, ეს შესაძლებლობები ყველა ასაკის ადამინისთვის გაჩნდეს.სწორედ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში. მართალია,   ჯერ არ ვართ მდიდრები, ჯერ დიდი გზა  გვაქვს გასავლელი, მაგრამ განვითარების   რეალური შესაძლებლობებიც გაგვიჩნდა . ეს შესაძლებებელი გახდა, რადგან  ჩვენ    ჩავახშეთ კორუფცია. 6 წლის წინ   ქართველების 98% ამბობდა რომ მათ კორუფციასთან ჰქონდათ საქმე, ახლა კი ეს ზღვარი   0, 2  %- ია.  ე.ი. ფაქტობრივად  კორუფცია გაუჩინარდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მივიღოთ ,მიღწეულით კმაკოფილებაა. აი,გამოქვექყნდა კვლევის შედეგები, რომ მსოფლიოში  ყველაზე ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურები  გვაქვს  და  ახლა ჩვენ შეგვიძლია წამოვწვეთ მხარ-თეძოზე და ვთქვათ, რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა ვართ. ვიამაყოთ, ევროკავშირის კვლევით ,რომ საქართველოში დანაშაულის  სტატისტიკა  ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა,  ნახეთ,  უკვე  შეგვიძლია ვთქვათ რომ  ძალიან ბევრი მიმართულებით  ვართ პირველები და ახლა რაღა გვიჭირს, ამ ყველაფრის ფონზე კი ვიფიქროთ რომ  ახლა შეგვიძლია ეს შედეგები შევინარჩუნოთ და ამით დავკმაყოფილდეთ.

სწორედ ამისთვის შეგკრიბეთ,  რათა  გითხრათ - შენარჩუნებაზე მუშაობა ეს ნიშნავს დაჭაობებას და განვითარების შეჩერებას. ერთადერთი რეცეპტი არის მუდმივი რეფორმები და მუდმივი წინსვლა  რეფორმების კუთხით. რა თქმა უნდა ჩვენი ხალხი არის მიზანი ამ რეფორმების და ყველაფერი კეთდება ხალხის სახელით და ხალხისთვის. ხალხის სახელით გამარტივდა ბიუროკრატია, ხალხის სახელით დავამარცხეთ კორუფცია, ხალხის სახელით ვამარტივებთ ცხოვრებას ძალიან ბევრი ადამიანისთვის.  

ხალხმა  არაერთხელ დაუჭირა არჩვევნებზე მხარი,  ჩვენს რეფორმისტულ კურსს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორც კი მოძრაობა შეჩერდება, ჩვენი განვითარებაც შეფერხდება , ამიტომ მუდმივი  მოძრაობა,  რეფორმები და ახალი  ცვლილებების გატარება არის ყველა თქვენთაგანის  დანიშნულება.   ჩვენ უნდა  ვიყოთ მუდმივად წინ, გავექცეთ იმ ტალღას, რომელიც შეიძლება დაგვეწიოს და გადაგვფაროს იმიტომ, რომ საერთაშორისო ვითარება რთულია. მსოფლიოში მძიმე ეკონომიკური  სიტუაციაა  ,მაგრამ  მინდა ვთქვა, რომ წელს ვართ  ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადახედა თავის ეკონომიკური ზრდის ტემპებს და   ჩვენი პროგნოზით , წლის ბოლოსთვის    7% იან ნიშნულს  მივაღწევთ. ეს  მაშინ, როცა ვთქვათ თურქეთმა ეკონომიკური მაჩვენებლები  2-ჯერ შეამცირა,  რუსეთმა სამჯერ , ამდენჯერვე შემცირდა პროგნოზი ევროზონის ქვეყნებში. ჩვენ კი  მსოფლიო ტენდეციის საწინააღმდეგოდ,წლის ბოლომდე, დაგეგმილ მაჩვნებელს ვზრდით . რეალობა ასეთია: ჩვენს გარშემო არის რთული ეკონომიკური სიტუაცია. -მაგრამ,  რატომ ვიზრდებით ჩვენ ამის ფონზე?! იმიტომ, რომ ჩვენ ამ კონკურენციის პროცესში აღმოგვაჩნდა ის უპირატესობა, რაც არ ჰქონდათ სხვებს. პირველ რიგში ეს ძლიერი სახელმწიფო აპარატი და კორუფციის არარსებობაა, მაგრამ ამას შენარჩუნება და მუდმივი განვითარება სჭირდება. ამიტომაც ჩვენ, ისე როგორც არასდროს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდეს. სახელმწიფო აპარატში მომუშავე ადამიანთა ხელფასი შეიძლება 800, 700, 500, 300 ლარი იყოს (კერძო სექტორში ისინი შეიძლება უფრო ნაკლებსაც იღებდნენ) და მე კარგად მესმის, რომ ეს შესაძლოა არ არის  საკმარისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი დღისა და ღამის განმავლობაში მუშაობენ. ადამიანი მხოლოდ მატერიალური საზომით არ იზომება. ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება თქვენი მობილიზაცია, ხალხზე, ჩვენს საზოგადოებაზე მუშაობა. ჩვენ მეორე ქვეყანა ვართ მსოფლიოში,სახელმწიფო სტრუქტურების  გამჭვირვალეობის  და ეფექტური მომსახურების მხრივ. ამ შედეგების მიუხედავად ,ზოგიერთს მაინც  ეჭვი ეპარებოდა და ამბობდა, რომ კორუფცია კი გაქრა, მაგრამ გამჭვირვალე სისტემა  მაინც არ გვაქვსო.იმ  რეალობას კი რომელსაც მივაღწიეთ , , საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები  ადასტურებს ,სწორედ ამ რეიტინგის საფუძველზე   მეორე ადგილზე ვართ ინფორმაციის მიღებისა და საბიუჯეტო ხარჯვის გამჭვირვალეობის თვალსაზრისით.

სხვათა შორის, ხშირად ამბობენ, რომ ელიტური კორუფცია მაინც არსებობს. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ კორუმპირებულები არ ხართ. აქ მერიის, გამგეობების, კანცელარიის, სამინისტროების წარმომადგენლები შეიკრიბეთ . . . მინისტრმა ვისი მეშვეობით უნდა აწარმოოს კორუფცია? - თქვენი მეშვეობით. თუკი მინისტრი თქვენ ან თქვენს უფროსს დაიბარებს და გეტყვით, შინაურულად ეს საქმე გამიკეთეო, ამით დამთავრდება - ის თქვენ პატიოსნად მუშაობას ვეღარასოდეს მოგთხოვთ.

ჩვენი სისუფთავე იმას ეფუძნება, რომ ყველა,  ხელმძღვანელიდან დაწყებული , ერთმანეთს უყურებს და ყველა ერთმანეთის გვერდით დგას. სწორედ ეს არის ჩვენი უპირატესობა, ამით მუშაობს ჩვენი აპარატი.

როდესაც რაჭაში მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე თვე ვიმუშავეთ და ყველა ძირითადი საკითხი გადავწყვიტეთ, რაც ვერცერთმა წინა მთავრობამ ვერ მოახერხა.თქვენ თავად ხედავთ უკვე , რას ნიშნავს, როცა რთველზე წასასვლელად დაირაზმებით და ყველანი ერთად აკეთებთ საქმეს. რას ნიშნავს, თუკი რაიმე უბედურება ხდება და ყველა თქვენგანი ამ   პრობლემის მოსაგვარებლად ირაზმება.

უნდა გვესმოდეს, თუკი ჩვენ გვინდა, რომ უმუშევრობა და სიღარიბე სამუდამოდ დავამარცხოთ, შეუძლებელი შევძლოთ, საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა დავდგეთ,   ბევრად მეტი გავაკეთოთ. საბოლოო ჯამში ჩვენი წარმატება ის კი არ არის, თუ რას გვიჩვენებს რეიტინგები, არამედ ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე თუნდაც საზოგადოებრივ გამოკითხვებში.

ჩვენი წარმატება ის იქნება, რომ ყველაფერი ეს  შეუქცევადი გავხადოთ. როგორც ჩვენი სახელმწიფო აპარატი გახდა გამჭვირვალე და ეფექტური, ასევე მთელი სახელმწიფო სისტემა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა იყოს სუფთა, გამჭვირვალე და კანონიერებაზე დაფუძნებული. ეს იქნება ჩვენი დანატოვარი. ჩვენ ვიამაყებთ იმით, რაც ყველამ ერთად შევქმენით. ვერავინ შეძლებს, რომ ამ წესებს გვერდი აუქციოს, კანონი დაარღვიოს. ჩვენ დავამარცხეთ სახელმწიფო კორუფცია და ბოლომდე უნდა დავამარცხოთ პოლიტიკური კორუფცია. საერთოდაც, კორუმპირებული მენტალიტეტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოვფხვრათ და  ამოვკვეთოთ საზოგადოებიდან. სწორედ მაშინ ჩავთვლი, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ კვლევის შედეგს. მე ასე ძალიან, ამ ბოლო დროის განმავლობაში    არაფერი გამხარებია  

მომავალ წარმატებამდე, მომავალ შეხვედრამდე!

გმადლობთ!

 

 

 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)