სიახლეები
10.10.2011
მიხეილ სააკაშვილი Forum 2000-ზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენცია Forum 2000-ის ფარგლებში გამართულ სესიაზე, თემით „დემოკრატია და კანონის უზენაესობა“ სიტყვით წარსდგა. მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში გატარებულ წარმატებულ საკანონმდელო და ეკონომიკურ რეფორმებზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ასევე კორუფციის დაძლევასა და საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე. ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილი.