Google+

სიახლეები

15.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტს ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განახლებულ ინსფრასტრუქტურას დაათვალიერებს. სამინისტროს მიერ აღდგენილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 9-კილომეტრიანი მონეკვეთი, სნო-ახალციხე-ჯუთას 4-კილომეტრიანი გზა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენციასთან მთავრდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შესრულდა პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო. მოეწყო სანიაღვრე არხები და ხელოვნური ნაგებობები. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. აღდგენითი სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლადაგებული წმ. მიქაელ და წმ. გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის კურთხევას დაესწრება, სადაც პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)