Google+

სიახლეები

17.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ხობის საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის "სიმღერა სამეგრელოზე" ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ხობში ქართველი ლოტბარის ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერების მუზეუმს ესტუმრა, რომელიც  ფესტივალის ეგიდით შეიქმნა და მდიდარი თემატიკითა და უნიკალური არქივით გამოირჩევა. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.
 
მიხეილ სააკაშვილი კონცერტსაც დაესწრო, რომელშიც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი, ბელორული, აზერბაიჯანელი, რუსი და სომეხი მომღერლები მონაწილეობდნენ.  
 
საქართველოს პრეზიდენტმა ხობის საერთაშორისო ფესტივალის მესვეურებს რამდენიმე დღით ადრე წერილიც გაუგზავნა, რომელშიც ყურადღება ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
 
„ფესტივალი საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ჩინებული მაგალითია. ფესტივალი აქტიურად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერების საქმეში", -  აღნიშნულია წერილში.                        
 
 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)