Google+

სიახლეები

20.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გასული კვირის მნიშვნელოვანი საკითხები შეაჯამა. როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი თანამედროვე მაგისტრალის გახსნა, გასული კვირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. პრეზიდენტის პრესსპიკერმა დარიალის ხეობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კათალიკოს-პატრირქთან ერთად იმყოფებოდა და ახალი სამონასტრო კომპლექსი გახსნა.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, გასული კვირის მოვლენებიდან ასევე აღსანიშნავია ახალი სასწავლო წლის დაწყება და მონაკოს პრინცის სტუმრობა საქართველოში.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, მომავალი ორი კვირა ძალზე დატვირთული იქნება და საქართველოს პრეზიდენტის ნიუ იორკში ვიზიტზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, დღეიდან დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნიუ ორკში, სადაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, კერძოდ, დებატებში, რომელიც 66-ე სესიის ფარგლებში გაიმართება", - აღნიშნა მან.

მანანა მანჯგალაძის განმარტებით, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის, შეხვედრა გაიმართება შვეიცარიის პრეზიდენტთან, ფინეთის, ლიტვის, ლატვიის სახელმწიფოთა მეთაურებთან, ასევე ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბოლივიის მონღოლეთის, ნიგერიის პრეზიდენტებთან.

„ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდნეტების პატრონაჟითა და ინიციატივით გამართულ „ღია მთავრობის თანამშრომლობის კონფერენციაში", რომელსაც ცოტა ხნის წინათ საქართველოც შეურთდა",- განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ დღესვე მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტს 1993-01 წლებში, ბილ კლინტონს შეხვდება.

მისი თქმით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები პრესისა და მედიის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერი მიხეილ სააკაშვილის გაეროს ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საკითხსაც შეეხო.

„საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი ქვეყნის პოზიციას გააცნობს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოებას შეეხება, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრებს", - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.

მანანა მანჯგალაძე სექტემბრის დამლევს პოლონეთში, კერძოდ, ვარშავაში დაგეგმილ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამიტსაც შეეხო, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობას ევროკავშირის სტრუქტურათა ხელძღვანელობაც მიიღებს.

„საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების ინტენსიფიკაციითაა დაინტერესებული. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშომლობის ფარგლებში არის ცალკეული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიეტბა და თანამშრომლობა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გააღრმავოს. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა და უსაფრთხოების თაობაზე რეგიონში უფრო მყარი გარანტიების შექმნასთან". - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)