Google+

სიახლეები

16.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რუს დირიჟორს საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცა

მიხეილ სააკაშვილი კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს დაესწრო, რომელსაც ცნობილი რუსი დირიჟორი მიხეილ არკადიევი ხელმძღვანელობდა. მიხეილ არკადიევი კიდევ ერთი ცნობილი რუსი ხელოვანია, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნება. მოქალაქეობისა და მუსიკალური კარიერის გაგრძელების თხოვნით, მან საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე კვირის წინ მიმართა. კონცერტის დასასრულს მიხეილ არკადიევმა სცენიდან მიმართა დამსწრე საზოგადოებას. დირიჟორი თავად მიუჯდა ფორტეპიანოს და პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, ორი ნაწარმოები მიუძღვნა. როგორც მან აღნიშნა, ეს მისი და ყველა იმ ადამიანის საჩუქარია, რომელსაც საქართველო უყვარს. ცნობილმა ხელოვანმა კონსერვატორიის ბიბლიოთეკას 90-იან წლებში გამოცემული წიგნი, ხოლო მიხეილ სააკაშვილს გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს საფორტეპიანო მუსიკის დისკიც უსახსოვრა.

საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიხეილ სააკშვილმა რუს დირჟორს კონცერტის დასრულების შემდეგ გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე ძალიან იმოქმედა წერილმა, რომელშიც ცნობილი დირიჟორი საქართველოს მოქალაქეობას სთხოვდა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეობა არ არის ეთნიკური იდენტურობის ან ნათესავური კუთვნილების ნიშნანი - ეს არის თავისუფლების, თავისუფალი ადამიანების იდეა. თავის მხრივ მიხეილ არკადიევმა განაცახადა, რომ ეს მისთვის უდიდესი პატივია, თუმცა კი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.



მიხეილ სააკაშვილი:

მოგესალმებით მიხეილ! ასე იმიტომ მოგმართავთ, რომ საქართველოს პასპორტში მამის სახელი არ იწერება.

უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით დღევანდელი კონცერტისთვის.

ქართველი მსმენელი საკმაოდ მომთხოვნია, რადგან ის განებივრებულია უცხოელი და ქართველი მაღალი დონის შემსრულებლებით.

გარწმუნებთ, ის რეაქცია, რომელიც თქვენ დღეს მიიღეთ, საკმაოდ გულახდილი იყო.

მსმენელმა თქვენ დანახვისთანავე, პირველსავე კონცერტზე მიგიღოთ და შეგიყვარათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამას.

ჩემზე ძალიან იმოქმედა თქვენმა წერილმა, საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით.

საქართველოს მოქალაქეობა არ არის ეთნიკური იდენტურობის, ენობრივი ან ნათესაური კუთვნილების ნიშანი.

ჩემი აზრით, ეს იდეაა, უპირველეს ყოვლისა, იდეა თავისუფლების და თავისუფალი ადამიანების.

აქედან გამომდინარე, ყველა თავისუფალ ადამიანს აქვს უფლება გახდეს თავისუფალი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქე.

ასე რომ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი გამოვხმაურებოდი თქვენს წერილს.

დღეს, როდესაც სახელმწიფო დონეზე კეთილი ნება, სამწუხაროდ, არასაკმარისია ან ის საერთოდ არ არსებობს, ისე, როგორც არასდროს, საჭირო კეთილი ნების ადამიანები; ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ხალხი, რომელიც არ დაკარგავს კავშირს ერთმანეთთან, დააფასებს ერთმანეთის კარგს, მისაღებსა და ახლობლურს; ყველაფრის მიუხედავად, გააღრმავებენ კიდევ ურთიერთობას იმისთვის, რომ ერებმა არ დაკარგონ ერთმანეთი.

რა თქმა უნდა, ჩვენი კულტურები ვითარდებდა ერთნაირად, ერთდროულად, ან პარალელურად და ნებისმიერ შემთხვევაში, დისტანცია არ გაიზრდება თუ ჩვენ არ დავკარგავთ ამ კავშირს.

ამ თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ საქართველოში თქვენი ნახვა გვიხარია, ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჩვენ მზად ვართ და ძალიან გვინდა მივიღოთ ახალი საქართველოს არა მხოლოდ კარგი მოქალაქე, არამედ ნიჭიერი ადამიანიც.

საქართველო ნიჭიერი ადამიანების, განსაკუთრებით კი, ნიჭიერი მუსიკოსების ქვეყანაა.

თქვენი სახით, ჩვენ ვიღებთ ღირსეულ მოქალაქეს, რომელმაც თავისუფლების შენარჩუნება შეძლო საკუთარ ქვეყანაში და ეს ჩვენი და მსოფლიოს თავისუფალი ადამიანებისთვისაც გააკეთა.

ამიტომ, ზედმეტი პოლიტიკური განცხადებების გარეშე, მინდა მივესალმო ახალ, თავისუფალ მოქალაქეს თავისუფალ საქართველოში - მიხეილ არკადიევს და მსურს მას თავისუფლების პასპორტი, ჩემი ქვეყნის პასპორტი გადავცე".



მიხეილ არკადიევი:

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო, ეს ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა სინამდვილეში მოულოდნელიც იყო.

არ ველოდი ამ კეთილ ნებას და ვისურვებდი ეს მომენტი მნიშვნელოვანი იყოს.

ერთგვარი დიპლომატია ინტელექტუალობისა და ინტელიგენტების, მათი, ვინც არ წამოეგო სიძულვილზე და ყოველთვის უყვარდა საქართველო, მისი კულტურა, პოეზია, მუსიკა, დიდებული ერი...

იმედი მაქვს ეს წუთები პირველი მერცხალივით იქნება.

მე ვინარჩუნებ რუსეთის მოქალაქეობას - მე რუსი მუსიკოსი ვარ და ჩემთვის ეს დიპლომატიაა.

ამბობენ, რომ კერძო დიპლომატია არ არსებობს, მაგრამ აღმოჩნდა რომ არსებობს.

ბატონო პრეზიდენტო, მინდა გაჩუქოთ დისკი, ეს არის გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს საფორტეპიანო მუსიკა, ეს წიგნი კი მოსკოვში ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გამოიცა. მისი ავტორი მე ვარ. საკმაოდ ფილოსოფიური შინაარსის წიგნია ევროპულ მუსიკაზე. მინდა ეს წიგნი თილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკას გადავცე.

ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ბევრს ნიშნავს.

ეს არის ჩემი საქართველოსადმი დიდი ხნის სიყვარულის ნიშანი და რა სახელმწიფოებრივი კონფლიქტიც არ უნდა არსებობდეს, ადამიანური კონტაქტები და შემოქმედება, მაინც ყველაზე მთავარია.

ხვალ რუსეთში ვბრუნდები და ვნახოთ რა იქნება - მე ყველაფრისთვის მზად ვარ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)