Google+

სიახლეები

04.07.2011
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 

მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, ესტონეთის პრეზიდენტს.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, რომ იგი ერთ-ერთი იყო ხუთი ქვეყნის იმ ლიდერთა შორის, რომლებიც  2008 წლის აგვისტოს ყველაზე დაძაბულ დღეს ჩამოვიდნენ საქართველოში.

იმ დროს მთელი საქართველო, თბილისი, ჩვენი ყველა მოქალაქე, მათ შორის ის ხალხი, რომელიც პარლამენტის წინ იყო შეკრებილი, ფიზიკური საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.

მათთან ერთად, ჩამოსულმა ლიდერებმა დიდი რისკი ფასად უზარმაზარი გამბედაობა გამოიჩინეს. ევროპისა და მსოფლიოსთვის ეს  გადამწყვეტი - სიმართლის დღე იყო.

ტომას ილვესი იყო ერთ-ერთი, ვინც სიმართლის მხარეს დადგა.

ცოტა ხნის წინ მე  ანაკლიიდან ჩამოვფრინდი, სადაც  პრეზიდენტ ადამკუსის სახელობის ბულვარია. იცით, რომ აქ გვაქვს ლეხ და მარია კაჩენსკების სახელობის ბულვარი. ეს ლიდერები ახლა ხელისუფლებაში აღარ არიან. ტომას ილვესი ის გამონაკლისია, რომლის სახელსაც ჯერ საქართველოში არც ერთი ქუჩა არ ატარებს და კიდევ კარგი, რადგან იგი მოქმედი ესტონელი პოლიტიკოსი და ესტონეთის ლიდერია. იგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპელი ლიდერი, რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს ამ საქმიანობას.

მინდა, მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ მხარს უჭერს არა მარტო საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, არამედ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკასაც. ამის თაობაზე მან არაერთხელ განაცხადა კიდეც.

საქართველოს მომავალი არის, რა თქმა უნდა, ევროპის კავშირი და მისი ევროპულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, თქვენს შემდეგ კი იყო ჯონ მაკკეინი, რომელმაც საქართველოს პარლამენტში თქვა: „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ!"

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი სიტყვებისთვის.

 

ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები.

ჩემი პირველი ჩამოსვლისას, აქ ძალზე რთული ვითარება იყო.

როდესაც ესტონეთში დავბრუნდი, ჩვენთან სიმღერის ფესტივალი იმართებოდა და ქართული დროშები ფრიალებდა.

საქართველოს გვერდით არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ესტონელი ხალხიც დგას.  ამიტომ არის ესტონეთი საქართველოს მეგობარი და უჭერს მხარს ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს.

ესტონეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას.

თქვენ დიდი ნაბიჯი გადადგით წინ კარგი მმართველობის მხრივ, დაამარცხეთ კორუფცია, რეფორმების შედეგად, თქვენი ქვეყანა გაჭვირვალე გახდა და ამით უნდა იამაყოთ.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ბევრი ევროპული ქვეყანა აკვირდება და მინდა ავღნიშნო, რომ თქვენი სიძლიერის მაჩვენებელი იქნება თუ არჩევნები ისევე დემოკრატიულად გაიმართება, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ იმართებოდა.

ქართული გზა - ეს არის მოდელი ბევრი ქვეყნისთვის, რომლებმაც თავი დააღწიეს ავტორიტარულ რეჟიმებს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)