Google+

სიახლეები

06.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საქველმოქმედო ვახშამზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა

მართლაც, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა ფილანთროპიის, ქველმოქმედების სერიოზული ტრადიცია. ბიზნეს შეუძლია გააკეთოს ის, რაც დღეს გაკეთდა და ეს ყველაზე უტყუარი ნიშანია იმისა, თუ რამდენად შორს წავიდა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ.

მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო კობა ნაყოფიას წვლილი არა მხოლოდ დღევანდელი საღამოს ორგანიზების საქმეში, არამედ ფილმის შექმნასა და მის გარშემო განვითებულ მოვლენებში.  ვფიქრობ, ყველაფერთან ერთად, კობა ნაყოფია იყო მთავარი ფიგურა ფილმთან დაკავშირებულ ყველა პროცესში. მას აღმოაჩნდა ძალიან დიდი გული, ძალიან დიდი მგზნებარება, ძალიან დიდი სიყვარული ადამიანებისა და საკუთარი ქვეყნის მიმართ.

ჩვენ, შეიძლება, მრავალგზის წაგვაქციონ, მაგრამ, მთავარია არა ის, წაიქცევი თუ არა, არამედ ის, რომ ყოველთვის შეძლო ფეხზე წამოდგომა.

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს უნიკალური ნიჭი გაუძლოს ყველა გასაჭირს და რა ქარტეხილმაც არ უნდა გადაუაროს, რა ქარიშხალმაც არ უნდა წააქციოს, წამოდგეს ფეხზე და ცხოვრება განაგრძოს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი მიზეზი.

ყველაფრის მიუხედავად, შევინარჩუნეთ ჩვენ მრავალეთნიკური ერთობა და მრავალფეროვანი კულტურა, გახსნილობა და მუდმივი ლტოლვა ცივილიზებული სამყაროსკენ. ასევე შევინარჩუნეთ წარმოუდგენელი უნარი ყოველთვის გავიმართოთ წელში, ყოველთვის წამოვდგეთ ფეხზე.

ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის. აქ ისეთი საზოგადოებაა წარმოდგენილი, რომ, ალბთ, ყველასთვის ახდენილი ოცნებაა.

აქ იმყოფება ჩვენი მეგობარი კონგრესმენი დეივიდ დრეიერი.  ჰოლივუდის თანავარსკვლავედში იგი თავს უცხოდ არ უნდა გრძნობდეს, მაგრამ მასაც ისეთივე რეაქცია აქვს, როგორიც მაქვს მე. 

ჩემი შვილი, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ყველაფერს აკრიტიკებს. ენდი გარსია მისთვის ნამდვილი კერპია და ვერასდროს იფიქრებდა, რომ ნახავდა მას ქუჩაში მოსიარულეს.  მადლობას ვუხდი ენდის იმისთვის, რომ ჩემი შვილის ოცნება ახდა.

ასევე მადლიერი ვარ რენი ჰარლინის, რომელმაც დღეს, გამთენიისას, აეროპორტში ქართულ მიწას აკოცა. ეს იყო ძალზე შთამბეჭდავი ჟესტი, რომელიც ყველას ყოველთვის ემახსოვრება.  თუ გსურდა შეგხვედროდნენ როგორც ქართველს, შენი ქერა თმის მიუხედავად, ეს უკვე გაქვს.

სწორედ ამიტომ მიაჩნია ამ ხალხს, რომ ეს იყო ახდენილი ოცნება. ეს საღამოც საამისოდ უნდა გამოვიყენოთ. გვახსოვდეს ეს წუთები.

წლევანდელმა წელმა დაამტკიცა ჩემი ხალხის შემართება. ჩვენ გვყავს ნახევარი მილიონი ადამიანი, რომლებსაც წაართვეს საკუთარი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები, რომლებშიც დადიოდნენ, ადგილი, რომელიც უყვარდათ, ხედები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებდათ. ისინი გამოაძევეს და დაბრუნების უფლებას არ აძლევენ.

ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა და ბომბავდა 100-ჯერ უფრო ძლიერი მეზობელი. ზოგადად, ხალხს უჭირს მსგავსი მოვლენების გადალახვა. ქვეყნები ვერ უმკლავდებიან ასეთ განსაცდელს.

მაგრამ ეს ქვეყანა უფრო მეტი ოპტიმიზმით, მოწიფულობით და შემართებით წამოდგა ფეხზე დემოკრატიისა და ღია საზოგადოების ასაშენებლად, ინტეგრირებისა და იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქსითვის თანაბარი შესაძლებლობები მიეცა. გზა გაეხსნა უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის, მომავლის ძლიერი რწმენით, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის.

ამ ფილმმა, შესაძლოა, ბევრი რამ არ შეცვალოს. ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია; დევნილები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ პატარა ერებისთვის, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში არიან ჩართული, ძალზე მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ არსებობს მსოფლიო, რომელიც მის ბრძოლას სამართლიანად მიიჩნევს და ამ ბრძოლაში ის ისტორიის სწორ მხარესაა.

ეს ფილმი გვაყენებს ისტორიისა და მორალის სწორ მხარეს. გვაყენებს სწორ მხარეს, როდესაც პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის არჩევანის წინაშე დგახარ. მას ოპოტიმიზმი და რწმენა მოაქვს.

კიდევ ერთხელ ყველას მადლობას გიხდით, რომ ეს რწმენა დაგვიბრუნეთ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)