სიახლეები
05.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში კონგრესმენთა დელეგაციას და ჰოლივუდის ვარსკვლავს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. მოგვიანებით მათ ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი შეუერთდა. პრეზედენტმა კონგრესმენ დევიდ დრეიერსა და შერონ სტოუნს სასახლე და ძველი ქალაქის ხედები დაათვალიერებინა. პრეზიდენტმასტუმრებს თბილისის ისტორიაც გააცნო. შერონ სტოუნი მისაღებში გამოფენილი ფოტოებითა და ქვეყანაში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა.