სიახლეები
02.06.2011
მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
დღეს რომში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკშვილსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის საუბრის მთავარი თემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება და ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების საკითხსაც შეეხნენ და რეგიონში არსებული ზოგადი ვითარებაც მიმოიხილეს.
დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ჩილეს პრეზიდენტ სებასტიან პინიერას შეხვდა. ლიდერებმა საერთაშორისო ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს იტალიის რესპუბლიკის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო, რომელშიც ქართველი ოფიცრებიც მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად ესწრებოდა.