Google+

სიახლეები

23.05.2011
მიხეილ სააკაშვილმა უნგრეთში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილმა უნგრეთის ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები. კერძოდ, იგი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილა.  

ვიზიტის ბოლო შეხვედრა საქართველოს პირველმა პირმა პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებთან გამართა. უნგრეთის პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტი საპატიო სტუმრის სტატუსით  მიიწვიეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს ისტორიული, ხოლო თავად პრეზიდენტს იმ ქვეყნის ლიდერი უწოდა, რომელიც წარმატებული რეფორმებით გამოირჩევა.

„ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც წარმატებული რეფორმებით გამოირჩევა. ის ფაქტი, რომ უნგრეთის პარლამეტის თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავების სურვილს",  - აღნიშნა მან.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა უნგრელ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)