Google+

სიახლეები

23.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა შანდორ პეტეფის მუზეუმში გრიგოლ აბაშიძისა და ბაგრატ შინქუბას ბიუსტები მოინახულა

ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ კიშკოროში  შანდორ პეტეფის სახლ-მუზეუმის ეზოში ქართველი პოეტების გრიგოლ აბაშიძისა და ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.

„აქ ჩამოვედი, რათა პატივი მივაგოთ ახლადგახსნილ ძეგლებს. სიმბოლურია, რომ ერთმანეთის გვერდზეა გრიგოლ აბაშიძის და ბაგრატ შინქუბას ძეგლები. ბავშვობიდან ვიცნობდი გრიგოლ აბაშიძეს და კარგად ვიცი იგი ბაგრატ შინქუბას ძალიან ახლო მეგობარი იყო. მინდა გითხრათ, რომ შანდორ პეტეფის ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი  რუსებთან, კერძოდ, გენერალ პასკევიჩის არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა. ეს ის გენერალი პასკევიჩია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი დამპყრობელი და ერთ-ერთი მთავარი  დამანგრეველი იყო. მახსოვს, გრიგოლ აბაშიძე სიცოცხლის ბოლო თვეები სწორედ სოხუმის ტრაგედიას დაემთხვა და მისი მთავარი სინანული, რომელიც მან ლექსშიც გამოხატა იყო ის, რომ იგი ამ ქვეყნიდან ასაკში შესული, ლოგინში მწოლიარე მიდიოდა და არ შეაკვდა მტერს ისე, როგორც შეაკვდა  შანდორ პეტეფი. სიმბოლური იყო სწორედ, რომ ეს იყო ის პერიოდი, როცა რუსეთმა ხელდასმით სოხუმის ტრაგედია მოხდა. რადგან აქ, უნგრეთში ვარ, ჩემი ვალი იყო აუცილებლად მენახა გრიგოლ აბაშიძისა და ბაგრატ შინქუბას ბიუსტები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)