Google+

სიახლეები

19.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტს ერჟი ბუზეკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი  მიიღო. პირისპირ შეხვედრისას ერჟი ბუზეკმა ევროკავშირის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმო ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარები დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე რჩება.

ლიდერებმა საქართველოში განხორცილებულ რეფორმებზეც ისაუბრეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმატებით დასრულდა რეფორმების პირველი ეტაპი და იმედი გამოთქვა, რომ  რეფორმათა მეორე ეტაპიც ისეთივე სწრაფი ტემპითა და წარმატებით განხორციელდება, როგორც პირველი.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ერჟი ბუზეკმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)