Google+

სიახლეები

16.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ნატახტრის წყლის სათავე ნაგებობაზე შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში თბილისის წყალმომარაგებაში  შექმნილი პრობლემებით დაინტერესდა და არაგვის ხეობაში განთავსებული ნატახტრის წყლის სათავე ნაგებობა პირადად დაათვალიერა. როგორც „Georgian Water and Power"-ის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს ადგილზე განუმარტეს, შეფერხების მიზეზი მდინარე არაგვის დონის საგრძნობი მატება და წყლის ამღვრევა გახდა და იმისათვის, რომ სასმელი წყალი არ დაბინძურებულიყო, სათავე ნაგებობის ჩაკეტვა გახდა აუცილებელი. მიხეილ სააკაშვილი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ადგილზე გიგი უგულავაც იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა მას შესაბამისი დავალებები მისცა.

„ვიდრე წყალმომარაგებაზე შეზღუდვა არ მოიხსნება, ისე უნდა შევადგინოთ გრაფიკი და გადავანაწილოთ წყლის მიწოდება, რომ თბილისში რომელიმე რაიონი უფრო მეტად ან ნაკლებად პრივილეგირებული არ იყოს. საშინელებაა, თუ ოჯახს წყალი არ აქვს - ვერც სადილს ამზადებ, ვერც სხვა საქმეს აკეთებ. ეს განსაკუთრებით მძიმეა მაღალსართულიანი კორპუსების მცხოვრებთათვის. ცისტერნებითაც რომ მივიტანოთ წყალი კორპუსებთან,  ძალზე რთულია მაღალ სართულებზე მისი ატანა. ამიტომ, ახალა მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ინფორმირებული გვყავდეს და ვითარების გაუარესების შემთხვევაშიც კი, ყველა შესაძლო სარეზერვო ვარიანტი გვქონდეს შემუშავებული. და საერთოდ,  მსგავსი სტიქიური უბედურების შემთხვევისთვის სქემა ყოველთვის უნდა გვქონდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)