Google+

სიახლეები

16.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა სოფელ ვაზიანში გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა დღეს სოფელ ვაზიანში გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კვალიფიციური პედაგოგებით დაკომპლექტებული სკოლა დაათვალიერა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კომპიუტერული და სამოქალაქო თავდაცვის კაბინეტი, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი მოინახულა.  სკოლაში არის სპორტული მოედანი და საკონცერტო დარბაზი. პრეზიდენტმა მოსწავლეებთან ერთად ქიმიური ცდებიც ჩაატარა და დიდი ბრიტანეთიდან საგანგებოდ ჩამოსულ პედაგოგს გაესაუბრა, რომელიც ინგლისურ ენას ბავშვებს ვაზიანის სკოლაში ასწავლის. ქვეყნის პირველმა პირმა წარჩინებულ მოსწავლეებს - ლიკა ვახტანგიძესა და რატი კონცელიძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერებიც გადასცა. მიხეილ სააკაშვილი სკოლის ეზოსთან შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ღვთისგან მიტოვებული ადგილი იყო. ამის გამო, აქ ბავშვიც კი აფეთქებულა ძველ ნაღმზე ჯართის შეგროვების დროს. ახლა უკვე საუკეთესო სკოლა აშენდა და მთელ საქართველოში ყველა სკოლა თუ ზუსტად ასეთი არა, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი მაინც იქნება. ახლა მთავარია, ყველანაირად დავეხმაროთ ბავშვებს, რათა მათ ჯერ სწავლა შეძლონ, ხოლო შემდეგ ოჯახებისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა. შარშან, იმის გამო, რომ ვცადეთ სახელმძღვანელოების გაიაფება, გარკვეულ მომენტში გამომცემლობებმა საბოტაჟი მოაწყეს და საშუალო პაკეტის ღირებულება 300 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, მაგალითად, პირველკლასელებისთვის - 100 ლარამდე. წარმოიდგინეთ, ოჯახი, სადაც ერთი ან ორი პენსიონერია, კომუნალური გადასახადები რამდენიმე ათეულ, ზოგჯერ კი, რამდენიმე ასეულ ლარს აღწევს, სადაც საკვებზე ფასების მატების პირობებში, სკოლიდან მოსული ბავშვების გამოსაკვებად ყოველდღიური ბრძოლა უწევთ და ამას ემატება ამ ბავშვების სწავლა, რომელიც უზარმაზარი თანხა ჯდება სწორედ ამ სახელმძღვანელოების ღირებულების გამო. ქართველი ადამიანის ბუნება ისეთია, რომ  ბოლო კაპიკს მოიკლებს და ბავშვების სწავლას მოახმარს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ამაზე ხელი არავინ არ მოითბოს. ამიტომ წელს სახელმძღვანელოები გავამარტივეთ და, ვფიქრობ, საშუალო პაკეტის ღირებულება 100 ლარს არ გადააჭარბებს, პირველკლასელებისა კი - 40 ლარამდე ეღირება. ამას გარდა, პირველკლასელებს უფასოდ დავურიგებთ კომპიუტერებს. ამ ბავშვებს ოჯახებში და მათ გარშემოც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი სიღარიბეა, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისინი ისეთ სკოლაში ისწავლიან, როგორშიც მათი თანატოლები სწავლობენ შვეიცარიასა და ჰოლანდიაში. ე.ი. მათ ბავშვობაში გარკვეული სეგმენტი უჩნდებათ, რომელსაც ამ სიღარიბიდან ამოყავს და აქ მაინც იქნება კარგად დაცული და ინტეგრირებული. ყოველივე ეს დანარჩენ საქართველოშიც გავრცელდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

საქართველოში 2011 წელს მსგავსი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 11 სკოლა გაიხსნება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)