Google+

სიახლეები

07.04.2011
მიხეილ სააკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და  და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შორის შეხვედრა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრისას, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ყურადღება ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ამას გარდა, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.  

პრეზიდენტთან საუბრისას, ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა, რომ  საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)