Google+

სიახლეები

03.01.2011
მიხეილ სააკაშვილმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად უმასპინძლა

პრეზიდენტის სასახლეში ბავშვთა სახლების აღსაზრდელთათვის  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა. ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა მათ პირადად მიულოცა და საუკეთესო სურვილები და ოცნებების  ასრულება უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ღონისძიებების გამართვა ტრადიციად გვექცა. ზოგიერთი თქვენგანი აქ შარშანაც იყო. ეს სასახლე გეკუთვნით თქვენ. ეს არ არის პრეზიდენტის სახლი - ეს თქვენი სახლი და თქვენი სასახლეა, რადგან თქვენ საქართველოს საუკეთესო შვილები ხართ. ამ ახალ წელს მინდა ბედნიერება გისურვოთ. ალბათ ყველამ ჩაიფიქრა სურვილი ამ ახალ წელს, მაგრამ თუ არ ჩაგიფიქრიათ, ახლა ჩაიფიქრეთ - ჯერ კიდევ არ არის გვიან. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან კარგ ქვეყანაში იზრდებით. ჩვენს ქვეყანას ჰყავს მტრები, წინა წლებში ბევრი უბედურებაც დაატყდა თავს, ბევრი ცუდი რამ დღესაც ხდება, მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს, იმის მიუხედავად, რომ ხშირად უფროსებს ბევრი რამ არ მოგვწონს და ეს ნორმალურია, თქვენ ბედმა გაგიღიმათ, რადგან თქვენ დაიბადეთ, გაიზრდებით და იცხოვრებთ ძალიან საინტერესო და კარგ ქვეყანაში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მე და თქვენ ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს. ძალიან მიყვარს თქვენთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ბავშვებს ესმის ჩემი და მეც კარგად მესმის თქვენი. ყველამ ერთად - მე, თქვენ და ყველა დანარჩენმა ხელი უნდა ჩავკიდეთ ერთმანეთს და ეს ქვეყანა უნდა ავაშენოთ. ყველა თქვენგანის სურვილი უნდა ახდეს. მთავარია, ისეთი სურვილები ჩაიფიქროთ, რომ თქვენც გაგიხარდეთ და თქვენს გვერდით მყოფებსაც. მაშინ ძალიან მაგარი ქვეყნის აშენებას შევძლებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წინსვლას. იცოდეთ, რომ მე თქვენთან ვარ", - აღნიშნა პრეზიდენტმა ბავშვებთან საუბრისას.  

საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე,  სპეციალურად მომზადებულ საკონცერტო ნომრები ბავშვებს „ბზიკებმა"და „ბასტი-ბუბუს" მონაწილეებმა შეუსრულეს. პატარებმა საჩუქრებიც მიიღეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)