Google+

სიახლეები

02.12.2010
მსოფლიო ლიდერები საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობენ

ასტანაში ეუთოს სამიტის მეორე დღეს მსოფლიო ლიდერების მიმართვებში საქართველოს მხარდაჭერა ისევ აქტუალურია. რეგიონში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხი და ეუთოს მისიის განახლების აუცილებლობა საქართველოს ტერიტორიაზე, თითოეული გამომსვლელის ოფიციალურ სიტყვაში აღინიშნა.

აბდულა გიული,  თურქეთის პრეზიდენტი: 1999 წელს სტამბულის სამიტზე ჩვენ დავადასტურეთ რომ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, ეუთო უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა რეგიონში. ბევრი მცდელობის მიუხედავად,  გაჭიანურებული კონფლიქტების თემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. თურქეთი საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვას კონფლიქტების  გადაწყვეტაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ამ ქვეყნების სუვენერიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.

დალია გრიბაუსკაიტე,  ლიტვის პრეზიდენტი: ვფიქრობ, ყურადღება  რეგიონალურ   პრობლემებზე უნდა გავამახვილოთ. მინდა გაჭიანურებულ კონფლიქტებზე ვიასაუბრო. ჩვენ ვიცით, როგორი მგრძნობიარე და მტკივნეულია ეს თემა. ვფიქრობ, ჩვენს ორგანიზაციას შეუძლია საქართველოს და მოლოდოვას გაყინული კონფლიქტების მოგვარება.

ივო იოსიპოვიჩი, ხორვატიის პრეზიდენტი: ევროატლანტიკური სივრცე, რომელიც ვანკუვერიდან  ვლადივასტოკამდეა გადაჭიმული,  აღარ არის ბლოკებად დაყოფილი, რაც ცივი ომის კონფრონტაციით იყო გამოწვეული. თუმცა,  ამ პერიოდში, ჩვენ საქართველოს და მთიანი ყარაბაღის გაჭიანურებული კონფლიქტების შედეგების მოწმენი გავხდით, რომლებმაც სერიოზულად შეარყია ევროპის უსაფრთხოება.

ანდრუს ანსიპი, ესტონეტის პრემიერ-მინისტრი: ეუთო ყოველთვის იყო და უნდა დარჩეს კონფლიქტებისა და დემოკრატიის შენების წინა ხაზზე, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვამზადოთ პირობები, საქართველოში, მთიან ყარაბაღსა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. ხალხი, რომელიც ამ კონფლიქტებით ზარალდება საჭიროებს ჩვენს სწრაფ ქმედებას. ხაზგასმით აღვნიშნავ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ამასთან, უნდა უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტის ზონებში დამკვირვებლები შეუშვან, რათა მოხდეს დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამას გარდა, საერთაშორისო საზოგადოებამ კვლავ უნდა მოითხოვოს ეუთოს მისიის დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე.

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსის პრეზიდენტი: მსოფლიო გლობალური საფრთხეების  წინაშე აღმოჩნდა. ევროპის გეოპოლიტიკური კონფიგურაცია პრინციპულად შეიცვალა. იმედი მაქვს ამ სამიტზეც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენი მუშაობის მნიშვნელობაზე, მის აქტივებში, ამჟამად, სამწუხაროდ, ჩასაწერი არაფერი არ გვაქვს.

სტანისლავ გრუზინსკი,  პოლონეთის ელჩი ეუთოში: უპირველეს ყოვლისა, ეუთოს უნდა  ჰქონდეს ნება და   მექანიზმი კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველოში კი გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად, აუცილებელია, რომ იქ  ეუთოს მისია დაბრუნდეს.

კევინ რადი, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: როგორც ეუთოს წევრი, ავსტრალია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს. ვუერთდებით მსოფლიო ბანკის შეფასებას, რომ ბიზნესის  გამჭვირვალეობის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერი ქვეყანაა. ვაფასებთ აზერბაიჯანის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და მის წვლილს რეგიონის ენერგოსაკითხებში.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)