Google+

სიახლეები

19.11.2010
საქართველოს პრეზიდენტი კანადის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლისაბონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა კანადის პრემიერ-მინისტრთან სტივენ ჰარპერთან გამართა. მან აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის ნატოს ოპერაციაში და განაცხადა, რომ მიესალმება ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. 

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს წვლილს და ძალისხმევას ნატოს ოპერაციაში, ავღანეთში და ასევე თქვენს მისწრაფებებს ალიანსში", - აღნიშნა სტივენ ჰარპერმა.

მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველო ავღანეთში  ოპერაციის დასრულებამდე დარჩება.   

„ჩვენ ძალიან გვიყვარს კანადა, არა მარტო იმიტომ, რომ კანადა დიდებული ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ ჩვენს რეგიონს, ყოველთვის იცავთ ღირებულებებს და კარგი მოკავშირე ხართ ავღანეთში. ჩვენ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე  დიდი შემადგენლობა გავგზავნეთ ავღანეთში და ამ თვალსაზრისით, მეორე ქვეყანა ვართ. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელი, კანადელი, და ბრიტანელი ჯარისკაცების გვერდით იბრძვიან და იქ ოპერაციის დასრულებამდე დავრჩებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)