Google+

სიახლეები

16.11.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ყურადღება თბილისი ახალქალაქის ახალი გზის თაობაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ   გაიხსნა ისტორიული მნიშვნელობის გზა, რომელიც  სამცხე-ჯავახეთის რეგიონს,  ასევე ქვემო ქართლს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ამ პროექტის   მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შეერთებული შტატების   მთავრობას და ათასწლეულის  გამოწვევის ფონდს.  მისი თქმით, 224-კმ-იანი  ახალი მაგისტრალი ჩვენს ქვეყანას  განვითარების საშულებას აძლევს. ამ რეგიონისთვის სრულიად ახალი, აღორძინების ეტაპი იწყება.

„ეს არის ახალი გზა, რომელიც უკავშირდება ამ რეგიონის გავლით სომხეთისა და თურქეთის საზღვრებს.  ამ მხარისათვის კი, სრულიად  ახალ პერსპექტივას ხსნის როგორც ეკონომიკური, ისე  ტურისტული  პოტენციალის  განვითარების  თვალსაზრისით. ინტენსიურად მიმდინარეობს  ყარსი-ახალქალაქის  სარკინიგზო  მაგისტრალის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო მეტად  წარმოაჩენს  იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ რეგიონებს აქვს. ამ პროექტით, გადაიჭრება ისეთი მტკივნეული პრობლემა,  როგორიცაა დასაქმება. ამიერიდან,  საქართველოს ყველა მოქალაქეს, სტუმარს, თუ ტურისტს შეუძლია ჩავიდეს, დატკბეს  ამ კუთხის  სილამაზით და საქართველოსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  გზის აღდგენის შემდეგ, ამ რეგიონის იზოლაცია პრაქტიკულად, დასრულდა", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდეტისთვის სამ მნიშვნელოვანი პრიორიტზე ილაპარაკა, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სექტორისა  და  სოფლის მეურნეობის განვითრებას შეეხება. ამ მხრივ, მან ყურადღება ქობულეთის  რაიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ დაწყებულ მშენებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოს მთვრობამ ამით კიდევ ერთი დანაპირები შეასრულა. სწორედ დიდი ინტერესის  გამო, განაცხადების მიღების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა და მარტო ამ  ერთი კვირის განმავლობაში, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე განაცხადი კიდევ შეემატა.

პრესსპიკერი რამდენიმე დღეში ლისაბონში  დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის    სამიტის თემასაც შეეხო. ქართულმა  მხარემ ოფიციალური მიწვევა ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღო. საქართველოს დელეგაცია პორტუგალიაში მიხეილ სააკაშვილის ხელძღვანელობით გაემგზავრება.

„ ვიმედოვნებთ, რომ  ლისაბონის სამიტი კიდევ  ერთხელ  დაადასტურებს   ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე  წარმატებით მიიწევს  წინ. როგორც  აღვნიშნე, საქართველოს პრეზინდეტი ლისაბონში უახლოეს  დღეებში გაემგზავრება და ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სახელმწიფოს მეთაურთა  უმაღლესი დონის შევხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შემიძლია დავადასტურო   საგრეო საქმეთა სამინისტროს  მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ    საქართველოს პრეზიდენტს უკვე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის,  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან დეივიდ ქემერონთან. მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებას გამართავს თურქეთისა და  ჩეხეთის  პრეზიდენტებსა და ავსტრალიის სახელმწიფო მეთაურთან", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)