Google+

სიახლეები

01.10.2010
ფილოსოფია ბუდუარში მიხეილ სააკაშვილთან ერთად

არა ჩვენი პრეზიდენტი

მათ ეს შეძლეს! სახელმწიფოს ხელმძღვანელი ჟურნალ GQ-ს სპეცპროექტის ავტორებს ექსკლუზიურ ინტერვიუზე დათანხმდა.

გოგონებმა მაქსიმალურად ისარგებლეს პრეზიდენტ სააკაშვილის ნდობით.

ტექსტი: ქსენია სობჩაკი

ინტერვიუ: ქსენია სოკოლოვა, ქსენია სობჩაკი

ფოტო: ივანე კურინოი

პრეზიდენტის რეზიდენციის შუშის გუმბათის ქვეშ რამდენიმე მოხდენილი პა-ს შესრულების შემდეგ ქსენია სობჩაკმა თმა გაისწორა და კმაყოფილი ღიმილით წარმოთქვა:

-           სოკოლოვა რა ლამაზები ვართ მე და შენ! ორივე თეთრებში - ჩარლის ანგელოზებივით!

-           უფრო უსკოვის დემონებს ვგავართ - ვუპასუხე მე, თან ყურადღებით ვადევნებდი თვალს, რომ პრეზიდენტის ფოტოგრაფს შუშის იატაკის ქვედა მხრიდან არ გადაეღო ჩვენთვის სურათი.

-           როგორ ფიქრობ, მას მოვეწონებით?

-           არ ვიცი, - მე ეჭვის თვალით შევათვალიერე ჩემი მეგობარი, რომელიც "მერლინ მონრო უმღერის პრეზიდენტ კენედის" სტილში იყო გამოწყობილი. - ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნად კიდევ არიან ისეთი მეთაურები, რომლებთანაც ამგვარად ჩაცმული შეიძლება მისვლა.

არ ვიცი, როგორ ხდება ნამდვილი მებრძოლი  ჟურნალისტების შემთხვევაში, მაგრამ ჩემი და ქსენია სობჩაკის არც თუ მარტივ საქმეში, დრესკოდი წარმატების წინაპირობაა. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად დათანხმდა ექსკლუზიურ ინტერვიუს რუსეთის  მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, კერძოდ კი, ჩვენ, მე და ჩემი მეგობარი სერიოზულად ჩავფიქრდით: რა ჩავიცვათ? როგორი ტანსაცმელი შევარჩიოთ, რომ შემოქმედებით წარმატებას მივაღწიოთ?! როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში, დიდად გვეხმარება გლობალური ინტერნეტ-ქსელი, საიდანაც მომავალი გმირის პიროვნების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვიღებთ. საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, ამ ნომერმა არ გაამართლა. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ოფიციალური ბიოგრაფიის გარდა გვამცნობდნენ: სააკაშვილი - ფაშისტი, მანიაკი, ჭამს ჰალსტუხს, გარდაიცვალა, ჭკუიდან შეიშალა. პუტინი სააკაშვილს დაპირდა, რომ სხეულის ერთი ნაწილით ჩამოკიდებს.

"რა ვიცით მელას შესახებ? არაფერი", - ის იყო ჩვენი პოლიტტექნოლოგიური ძიებები ბორის ზახოდერის სიტყვებით შევაჯამე, რომ, ამ დროს, ჩემმა მეგობარმა ცხვირიდან სათვალე ჩამოიგლიჯა და შესძახა "ბინგო!" მან ეკრანზე მიმითითა, სადაც თინათინ გივის ასული კანდელაკის ინტერვიუ გადიოდა. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი გამჭვირვალედ მიგვანიშნებდა, რომ სააკაშვილი მას წლების განმავლობაში მხოლოდ იმის გამო დევნის, რომ ხორციელი სიყვარულის აქტზე უარი მიიღო. ჩვენ მშიერი როტვეილერებივით ვაჭერდით ღილაკებს. და არა ამაოდ! "სააკაშვილი პორნოგრაფიული ფილმის გმირი გახდა! სააკაშვილმა თავად გადაიღო პორნოფილმი. სააკაშვილი სექსუალური ტერორისტია!

-           აი, კმაყოფილებით წარმოთქვა სობჩაკმა, ყველაფერი ემთხვევა. და ჩვენს რუბრიკასაც შესაფარისად ჰქვია - სექსი. სხვათაშორის საქართველოს პრეზიდენტი მეც მეარშიყებოდა.

-           როდის?

-           როდესაც მე და დედა ჩასულები ვიყავით თბილისში მამას ძეგლის გახსნაზე.

პატივცემულო მკითხველო, ბოდიშს გიხდით ამგვარი ვრცელი პრეამბულისთვის, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია აგიხსნათ რას აკეთებდა  ორი საეჭვო ქალბატონი შუაღამისას პრეზიდენტის სასახლეში,  მათ დრესკოდს კი სრულიად ზუსტად ახასიათებს მომღერალ შნუროვის სიმღერის ტექსტი "სად ხართ ბ-ო უშველეთ ბიძას".

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პრეზიდენტი გელით, მიგვიპატიჟა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონმა, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა.

 ჩვენ გაბადრული შევფრიალდით კაბინეტში. ჩვენს დასახვედრად წამოიმართა ენერგიული, ახალგაზრდა მამაკაცი, დემოკრატიულად შეხსნილ პერანგში, ისეთივე თეთრში როგორც ჩვენი მინი კაბები იყო.

"თითქოს იცოდა", - გავიკვირვეთ ჩვენ და წარმოვთქვით მეფური სიტყვა.

- ბატონო პრეზიდენტო ჟურნალ "GQ-რუსეთი"-სთვის პატივია, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ, თქვენ სწორედ, ჩვენი გამოცემა შეარჩიეთ პირველი ექსკლუზიური ინტევიუს მისაცემად.

- ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა,  რომ ჩამობრძანდით. ვინაიდან უკვე გვიანია, ოფიციალური ინტერვიუ ხვალ ჩავწეროთ. ახლა სასახლე დავათვალიეროთ და შემდეგ ბათუმში გავფრინდეთ.

-  ვაიმე,  სანათები, როგორიც მე მაქვს სახლში! -ფროსია ბურლაკოვასავით მოიქცა სობჩაკი და  მოოქროვილ ნახევარმთვარისებრ ბრებზე მიმითითა. სანათები პრეზიდენტის  კაბინეტს ამშვენებდა.

- ასეთები გერმანიაში სასტუმროში დავინახე და ვთხოვე, ჩემი კაბინეტისა და რეზიდენციისთვისაც დაემზადებინათ - გაიღიმა საქართველოს პრეზიდენტმა.

კაბინეტს  ილია ჭავჭავაძის პორტრეტი, რონალდ რეიგანის ბიუსტი და წმინდა გიორგის ქანდაკება ამშვენებდა, იქვე  განეშის სპილო - ბუდიზმის მხიარულების და უდარდელობის სიმბოლო იდგა . მეუღლისა და ორი შვილის სურათის ჩვენების შემდეგ, პრეზიდენტმა ბლიც-ექსკურსია ჩაგვიტარა სასახლეში. ჩვენ ვიმყოფებოდით საჩუქრების მუზეუმში - განსაკუთრებული სიამაყით პრეზიდენტმა არაბი შეიხის ნაჩუქარი  ხმალი -და  ის სარბენი ბოტასები გვიჩვენა, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა  უსახსოვრა.  

-           ზომა არ მომერგო,- აგვიხსნა ბატონმა სააკაშვილმა "ნიუ ბალანსების" მუზეუმში არსებობის მიზეზი.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე აღმოჩნდა  თანამედროვე შენობა, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. მთავარი შესავლელიდან კი, თბილისის ულამაზესი  ხედი იშლებოდა.

-           რა არის ეს? - თითით მივუთითე მე სიბნელეში განათებულ შუშის კონსტრუქციაზე.

-           ეს ფეხით სასიარულო ხიდია. ყველაზე გზრძელი ევროპაში.

-           როგორ ყველაფერი გრძელი და დიდი გაქვთ ამ ქართველებს - ჩაიბურდღუნა სობჩაკმა, ამას წინათ, ვიმყოფებოდით სტუმრად ბატონ ზურაბ წერეთელთან.

სადარბაზოსთან მოვიდა ბრონირებული "მერსედესი", პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკანა  სავარძელზე მოგვათავსა, თვითონ კი წინ ჩაჯდა. კარგად განათებული ჯორჯ ბუშის გამზირით, კორტეჟი აეროპორტისკენ გაემართა. ჩვენ როგორც ზრდილობიანი ახალგაზრდა მანდილოსნები, ვცდილობდით სვეტურად გვესაუბრა.

-           საინტერესოა, რა იქნება აი ამ წუთას რუსებმა რომ გადაწყვიტონ თქვენზე თავდასხმა? და აქ კიდევ ჩვენ ვართ...

-           ნუ გეშინიათ გოგონებო თქვენებმა არ იციან Google Map-ით სარგებლობა.  - დაგვამშვიდა საქართველოს პრეზიდენტმა.

-           ვითომ რატომ?! - გვეწყინა ჩვენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მაგივრად.

-           როდესაც მათ ომის დროს თბილისის საავიაციო ქარხანა დაბომბეს, მის კოორდინატებს საქართველოს ტელევიზიით გასული რეპორტაჟებიდან გებულობდნენ. ჩვენები გადმოსცემდნენ, რომ რუსები მიზანს ასცდნენ და ქარხანა ისევ მთელია. ამის შემდეგ მათ კვლავ დაბომბეს შენობა, მაგრამ ისევ სხვაგან მოარტყეს. მე ტელევიზიაში დავრეკე და მოვითხოვე, რომ ქარხნის შესახებ არაფერი აღარ გადმოეცათ. ამგვარად, ის გადარჩა.

სიჩქარის დაკლების გარეშე კორტეჟი საფრენ მოედანზე შევიდა და პრეზიდენტის ჯეტის ტრაპთან გაჩერდა. ეს იყო არც ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ ახალი „ჩელენჯერი".  ჩვენ ტრაპზე ავედით და რძისფერი ტყავის სავარძლებში მოვთავსდით.

-           ვისკი! - გასცა ბრძანება პრეზიდენტმა დ იმ წუთას მიიღო ბროლის სასმისი კანადური სასმელით "Blanded on the Rock".

-           მე ძალიან მინდოდა მიმეღო იგივე.

ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი ფრენა ხორციელდებოდა მთების თავზე.  ბორტი ძალიან გვაჯანჯღარებდა, მაგრამ ჯერ ვმორცხვობდი. სობჩაკი, ამ დროს წითლდებოდა, სანახაობრივად იკლაკნებოდა და არა შემთხვევით! პრეზიდენტმა სააკაშვილმა „აეროფობკა" თავის ხელით მიაბა სავარძელზე. მესამე პორცია ვისკის დალევის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენი გახალისება გადაწყვიტა კულტურული პროგრამით.

ეკრანზე გამოჩდა ცხოვრებაგალეული კრის დე ბურგი, რომელიც მთავარ მოედანზე ასრულებდა ცნობილ ჰიტს "Lady in Red". შემდეგ შესრულდა რაღაც სამხედრო რეპი, საოპერო სიმღერები. საუცხოო წარმოდგენა ნიკ ქეივის შესრულებულმა სულისშემძვრელმა კომპოზიციამ Wild Roses დაასრულა, რომელიც, როგორც აღმოჩდა, საქართველოს პრეზიდენტის საყვარელი სიმღერაა. ქეივმაც დააგვირგვინა All Beauty Must Die!

თვითმფრინავმა რყევით გაიფრინა ღრუბლების ფენა, დაგვარიანად შეშინება  ვერც კი მოვასწარით, რომ შასი ასფალტს დაენარცხა.

ტრაპთან პრეზიდენტს და მის სტუმრებს ბათუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდა. ჩვენ ჯიპში ჩაგვსვეს  და რაღაც უცნაური გზებით წაგვიყვანეს.

-           აქ ახალ გზას ვაშენებთ, - აგვიხსნა პრეზიდენტმა გარშემო არეულობის მიზეზი.

"კრუიზერის" შუშებს მიღმა შეშინებულები ვიყურებოდით სიბნელეში. მე და ჩემმა მეგობარმა  რაღაც ვიეჭვეთ.

-           როგორ ფიქრობ სად მივყავართ? - საშინელი ჩურჩულით მკითხა სობჩაკმა.

-           ვინ იცის?

-           იქნებ მძევლად აგვიყვანეს და ჩვენს გაცვლასაპირებენ...

-           რაზე უნდა გადაგვცვალონ, არაყზე?

-           სამხრეთ ოსეთზე! შენ ფული გაქვს?

-           არა, ჩვენ ხომ ჩანთები ადმინისტრაციაში დავტოვეთ.

-           შეგეძლო გადაგემალა 500 ევრო.

-           სად?

შეკითხვა გასაკვირი არ იყო, განსაკუთრებით თინა კანდელაკის გულახდილი საუბრის შემდეგ. ჩვენ ვაგიპნოზებდით პრეზიდენტის კეფას და ვცდილობდით გამოცნობას: გაზეთის სვეტის ორი უბედური ავტორიდან,  რომელს წაათრევდა პირველს ეს თავზე ხელაღებული ადამიანი ბუჩქებში. აღმოჩნდა, რომ ბოტანიკის ტოპონიმიკაში ცოტათი შევცდით.

-           ხედავთ პალმებს?!

ჩვენ იქეთ გავიხედეთ, საითაც პრეზიდენტი მიგვითითებდა და ძალიან გაგვიკვირდა. სიშავე და ნაცრისფერი გარემო უკან დარჩა. ჩვენს წინ სარეკლამო ფილმის მსგავსი პეიზაჟი გადაიშალა -განათებული სანაპირო და დაუმთავრებელი სასტუმროებისა და განათებული პალმების ხეივანი. პეიზაჟი პრომენალს მოგაგონებდათ მდიდრულ არაბულ კურორტზე.

-  პალმები ჩემმა მეგობარმა შეიხმა მაჩუქა. ბარჟებით ჩამოიტანეს, - გვაცნობა პრეზიდენტმა, რომელიც კმაყოფილებით უყურებდა ჩვენს დაღებულ პირებს.

ჯიპი მწვანე გაზონთან გაჩერდა. მეორე წუთსვე ნათელი გახდა, რომ საშინელი შურისძიების მომენტი დადგა და დრესკოდთან დაკავშირებული პატარა ხულიგნობისთვის მწარედ ვინანებთ. პრეზიდენტთან ერთად, 12სმ-იანი ქუსლებით მოგვიწია კურორტ ბათუმის, პრაქტიკულად, ყველა სტრატეგიული ობიექტის შემორბენა.

თავდაპირველად, დისკოთეკაზე შევედით. საცეკვაო მოედანზე ჩვენი გამოჩენა ძალიან გაუხარდათ - ქართველი გოგონები გამოემართნენ, რომ პრეზიდენტთან ერთად სურათები გადაეღოთ. ამით, სობჩაკში პროფესიონალური ეჭვიანობის შეტევა გამოიწვიეს.

-           სხვათა შორის თქვენი ანტირუსული პოლიტიკის გამო არ მაქვს სამსახურებრივი კორპორატივები საქართველოში - მოახსენა პრეზიდენტს ცნობილმა ტელეწამყვანმა.

ბათუმმა  ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მშენებარე შენობების ასეთი რაოდენობა, პირადად მე, ბოლოს შანხაიში ვნახე. ბათუმის სანაპიროზე იყო მსოფლიოს  წამყვანი სასტუმროების, პრაქტიკულად, ყველა ქსელი. უსწრაფესი ტემპით აღიმართებოდა   Four Seasons-ის, Mandarin Oriental-ის და -  ყურადღებით - Bvlgar-ის შენობები! გამოცოცხლებულ, გაჩახჩახებულ, კლუბური მუსიკით მოცულ  ქალაქში დიდი გაქანება იგრძნობოდა.

-           საიდან ფული? - "წავკბინე" მე. - ომმა და კრიზისმა ხომ ეკონომიკის სრული დესტაბილიზაცია გამოიწვია თქვენთან. ეტყობა ამერიკულ  ჭამთ.

-           სასტუმროები ადგილობრივი ინვესტიციებით შენდება. ჩვენ გვინდა ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ძირითად შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ.

-           ვინ გაძლევთ ფულს, თქვენ ხომ ჯერ კიდევ ომის რეჟიმში იმყოფებით რუსეთთან?

-           ვინ, ვინ და... მსოფლიოს ზურგით, რასაკვირველია! სხვათა შორის, გესმით ბაყაყების ყიყინი? მათ ფრანგები ყიდულობენ და ამ ფულითაც სახლებს ვაშენებთ აქ. ლომები მოაოქროვეთ? -კითხვა ბათუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მისამართით გაისმა.

ჩვენ  უზარმაზარ, ძალიან განათებულ მოედანზე გამოვედით.  კვარცხლბეკებზე მართლაც თავს იწონებდნენ  ოქროსფერი ფაფარიანი ლომები. პრეზიდენტმა კმაყოფილებით გადაუსვა ხელი ლომებს ზურგზე.

-           ეს იმ ქანდაკებების ასლებია, რომლებიც კოლხეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. ხომ ძალიან ლამაზია?

-           ძალიან!

-           ეხლა კი მე თქვენ გაჩვენებთ სახლს, რომლის ფასადიც მე თვითონ მოვხატე. ჩვენ მივუახლოვდით შესანიშნავ ნაგებობას, რომლის გარე ფასადი ზუსტად მიესადაგებოდა ჩუკოვსკის ერთ-ერთილექსს "დაკლაკნილ მდინარესთან დაკლაკნილ სახლში, ზამთარ-ზაფხულ ცხოვრობდნენ.." და ა.შ.

-           მე უბრალოდ შევაერთე ჩემი საყვარელი დიზაინერული  ელემენტები და ყოველი ფანჯარა, ყოველი აივანისხვადასხვანაირი გავაკეთე.

-           ასეც იყო, სხვადასხვანაირი აივნები ესაზღვრებოდა პუტკუნა ანგელოზებს, ფრანგული ფანჯრები - თაღებს. აპოკალიპტურ დიზაინს მოოქროვილი გუმბათი აგვირგვინებდა არაბული ზღაპრიდან.

-           თქვენ იცით, რომ ძალიან ცუდი გემოვნება გაქვთ?-იკითხა ჩემი მკაცრი ხმით მსოფლიო ჰარმონიამ.

-           რასაკვირველია, - სიხარულით მიპასუხა პრეზიდენტმა, მაგრამ მერიამ ყველა ბინა უკვე გაყიდა, წავედით რესტორანში!

ახალი თევზის რესტორანი ღამით  სპეციალურად ჩვენთვის მუშაობდა.  საშინელი ფრენის შემდეგ კიევის გავლითდა ახალგაზრდა ენერგიული პრეზიდენტის კვალდაკვალ სირბილით, მე და ჩემი კოლეგა მოხარული ვიყავით შესაბამისად შეგვეფასებინა ქართული სამზარეულო. "ბარაბულკის" ჭამით ჩურჩულით განვიხილავდით პრეზიდენტს, რომელიც საქმეების მოსაგვარებლად გავიდა.

-           მისმინე, არ გეჩვენება, რომ ის ცოტა უცნაურია? - მკითხა სობჩაკმა.

-           რატომ?

-           მოტორიკა აქვს რაღაცნაირი განსხვავებული, სულ სადღაც მირბის. ერთ ადგილას არ ჩერდება არც ერთი წუთით.

-           ბევრ კაცს იცნობ? ისეთს რომელსაც  შეუძლია 10 წუთის განმავლობაში წყნარად იწვეს სანაპიროზე?

-           საერთოდ არ ვიცნობ! მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ის რაღაცნაირი, უცნაურია... არ არსებობენ  ასეთი პრეზიდენტები!

-           რატომ?

-           არასერიოზულია რაღაც, ნამდვილი არ არის; სად არის პათოსი, "დერჟავის" დიდება?!

-           "დერჟავა" ხომ პატარაა, ყველა ყველას იცნობს, რა საჭიროა ლოყების გაბერვა?!

-           აბა გაიხსენე! ბერია, შევარდნაძე...

-           შენ კიდევ იოსებ ბესარიონის ძე გაიხსენე! სამაგიეროდ ახლა უკვე მშენივრად მესმის პრეზიდენტ პუტინის. მის ადგილზე პრეზიდენტი სააკაშვილი მეც შემძულდებოდა. ის  ჩვენიანებისთვის ვინ არის? არავინ! ვიღაცა სახელმწიფო მდივანია ზღვისპირეთის ობკომის. ასეთებს ადრე ერთი სატელეფონო ზარით ხსნიდნენ. ამიტომ  ისხდნენ გამართულები, არ იცოდნენ როგორ ესიამოვნებინათ უფროსობისთვის და მათ პირში შესცქეროდნენ. ეს კიდევ, იმის გარდა, რომ თავხედობს, ორჯერ მაღალიცაა! მათ შორის იმდენად დიდი სტილისტური სხვაობაა, რომ არათუ ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე, არამედ ერთ პლანეტაზეც კი ვერ იარსებებენ.

-           ჰო და სწორედ ამიტომაა ძალზე საკვირველია მისი ასეთი გაუფრთხილებელი ქცევა. აი, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში - ჩვენ ხომ საეჭვო პირები ვართ, შეგვიძლია ვერცხლის წყალი ჩავუსხათ ფეხსაცმელებში..

-           რაც არის არის, - დავეთანხმე და დავინახე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენს მაგიდას უახლოვდებოდა.

-           გემრიელია გოგონებო? კიდევ რამეს ხომ არ შეუკვეთავდით?

-           გვსურს აკრძალული ხილი.

პრეზიდენტმა შემოგვხედა და გადადო ჩანგალი, მისი თანმხლები პირები დაიძაბნენ.

-           ქართული ღვინო და ბორჯომი?

სუფრაზე კვლავ დამკვიდრდა უშუალო გარემო. ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით და დაკითხვა განვაგრძეთ.

-           რომელი ფირმის საათი გაქვთ?

-           Burberry Sport.

-           მოდურია და რამდენი გაქვთ ხელფასი?

-           8 000 ლარი, ეს დაახლოებით 4000 დოლარია თვეში. ჩემი წინამორბედი საერთოდ 20 დოლარს იღებდა თვეში, მაგრამ ჩვენი ჩინოვნიკებიდან  არავინ არ ცხვორობდა ხელფასზე - ახლა ცხოვრობენ.

-           და სად ცხოვრობთ?

-           თბილისში - სახლში. აქ ცოტა მოშორებით საპრეზიდენტო რეზიდენცია მაქვს, მაგრამ ყოფნა იქ მოსაწყენია,  ამიტომ  აქ ვჩერდები-ხოლმე სასტუმროს აპარტამენტებში.

-           და ღამის სამ საათზე ყოველთვის არ გძინავთ?

-           თითქმის ყოველთვის.

-           აბა, დღისით როგორ მუშაობთ ხოლმე?

-           მე ცოტა მძინავს. ჩვეულებრივ 10-ზე ვდგები.

-           კოსტიუმებს ვინ გირჩევთ?

-           თავად ვარჩევ.

-           მართლა?

-           და არა მარტო კოსტუმებს, როცა სადმე მივდივარ ყოველთვის ვათვალიერებ რა არის კარგი და მერე ჩვენთან ჩამომაქვს.

-           და როგორ მოგზაურობთ? ამერიკაში რით დაფრინავთ, მაგალითად, თქვენი „ჩელენჯერი" ამხელა მანძილზე ვერ გაფრინდება.

-           ჩვეულებრივი თვითმფრინავით დავფრინავ - პირველი კლასით.

-           თავად თვითმფრინავის მართვა იცით?

-           ვსწავლობ, აქ ბათუმში, "სესნაზე" ინსტრუქტორთან ერთად,  ზუსტად ხვალ მაქვს გაკვეთილი.

-           ახლა კი ცნობისმოყვარე გოგონებო, წაბრძანდით დასაძინებლად. ხვალ ოფიციალური ინტერვიუ იქნება. თორემ  ყველაფერს მათქმევინებთ და ხვალ მოსაყოლი აღარაფერი დამრჩება.

საქართველოს პრეზიდენტმა მეგობრულად ჩამოგვართვა ხელი და დასაძინებლად "შერატონში"გაგვიშვა. მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვიდექით, ჩვენს გულებში სუფევდა ერთი, მაგრამ ნამდვილი გრძნობა - შური. ჩვენ -  ქსენია სობჩაკს და ქსენია სოკოლოვას საშინლად გვშურდა თინა კანდელაკის. ჩვენი მცდელობის და სექსუალური ჩაცმულობის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი  საზოგადო პალატის წევრს "ეფლირტავებოდა"და  ჩვენ - არა!

-           ეს იმიტომ რომ ჩვენ ორნი ვართ და საფრთხეს წარმოვადგენთ! - უხეიროდ გავამართლეთ  ჩვენი ფიასკო და დავიძინეთ.

ბათუმის დილა ულამაზესი იყო - ლურჯ  შავ ზღვაზე მზე ანათებდა. პალმებით გაშენებულ სანაპიროზე დამსვენებლები ჯგუფებად დადიოდნენ. უკრავდა მუსიკა, მთავარ მოედანზე ბრწყინავდა  მედეას ქანდაკება. ძველი საბჭოური ხუთსართულიანებიც კი, რომლებიც  გაფუჭებულ კბილებს გვაგონებდა,  ვერ  აფუჭებდა ოპტიმისტურ პეიზაჟს.  

            საქართველოს პრეზიდენტისთვისაც დილა იღბლიანი უნდა გათენებულიყო. ამაზე  ჩემმა კოლეგამ იზრუნა. სახელმწიფო საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ქერა გოგონა ხაკისფერ მინი ქვედაბოლოში, ვარსკვლავიანი ქამრითა და  დიზაინერ "დენის სიმაჩოვის" მაისურში გამოწყობილი შევარდა, რომელზეც   პრემიერ-მინისტრი პუტინი ყვავილებისგან გაკეთებულ გვირგვინში იყო გამოსახული .

სამწუხაროდ,  ილეთი  მაისურით არ გაგვივიდა. ჩვენ მოულოდნელად გაგვატარეს ცენზურაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ძალიან მომხიბვლელმა, ინტელიგენტმა ქალბატონმა პიჯაკი მოცმა მთხოვა.

-           ეს როგორ? - აღშფოთდა სობჩაკი. თქვენ ხომ ყოველ კუთხეში იმას გაიძახით, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა! მე მოვედი ინტერვიუზე თქვენს პრეზიდენტთან მაისურში - ჩემი პრემიერ-მინისტრის გამოსახულებით. და რა მოხდა?

-           პრინციპში, არაფერი..... მაგრამ არაეთიკური იქნება, თუ ჩვენს პრესაში მოხვდება სურათები ჩვენი პრეზიდენტის გვერდით, თქვენი პრემიერმინისტრის გამოსახულებით...

-           ეს ხომ მხოლოდ მაისურია?

-           იცით, ჩვენთან ხალხს პუტინი ძალიან არ უყვარს. მან გასცა ჩვენი დაბომბვის ბრძანება.. ხალხი ვერ გაიგებს თუ ჩვენი პრეზიდენტი მშვიდად  იჯდება ამის გვერდით... ამ მაისურის გვერდით.

-           ვინ გასცა ბრძანება კიდევ საკითხავია! ევროსაბჭომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, - თამამად განაცხადა  პატრიოტმა სობჩაკმა.

-           ევროსაბჭომ აღიარა ოკუპაციის ფაქტი,- ჩუმად გააპროტესტა  პრესსამსახურის უფროსმა.

-           შეჩერდი! ჩვენ ვიცით  ვის უნდა დავუსვათ ეს შეკითხვები, - შევწყვიტე მე დისკუსია. საქართველოს პრეზიდენტი კაბინეტში დროულად, ჩვეულ ტემპში  შემოვიდა.  ოდეკოლონ Thierry Mugler-ის სურნელით, ლურჯი, ელექტრიკის ფერის კოსტუმითა და არმანის ჰალსტუხით. ამ აქსესუარის შემჩნევის შემდეგ, ინტერვიუერებმა ერთმანეთს გადახედეს და  შეკითხვაც თავისთავად გაჩდა.

სოკოლოვა: ბატონო პრეზიდენტო, ცნობილია, რომ  საქართველოსთან მიმართებაში რუსეთში  საინფორმაციო ბლოკადაა. ამიტომ  თქვენთან  ბევრი სერიოზული შეკითხვა გვაქვს. მაგრამ მანამდე, თუ შეიძლება, ჩვენი ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილეთ და აცნობეთ მსოფლიოს რატომ შეჭამეთ ჰალსტუხი?!

სააკაშვილი:  ოჰ, როგორ მომბეზრდა ჰალსტუხთან დაკავშირებული ეს  ისტორია.

სობჩაკი: ნება მოგვეცით დავაკონკრეტო. ჰალსტუხის შესახებ იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ გვინდა გავიგოთ რა ხარისხის  ჰალსტუხს  მიირთმევთ  საუზმეზე. საქმე იმაშია, რომ ამ ისტორიაზე დაფუძნებულია, მაგალითად, თქვენი, როგორც საკმაოდ ექსტრავაგანტული  პიროვნების, მედია სახე, რომელიც შეიძლება იყოს ძალზედ ამოუცნობი და საშიში უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე.

სააკაშვილი: გავიგე. მოკლედ, ყველაფერი ასე მოხდა. ყველაზე მძიმე დღეებში ომის დროს, მე ვიყავი ჩემს კაბინეტში. სადაც  დამონტაჟებული იყო კამერა. მე დღეში რამოდნჯერმე პირდაპირი ჩართვით ვიძლეოდი ინტერვიუს. კამერა  სწორედ  იმ მომენტში აღმოჩნდა ჩართული, როცა  არ უნდა ყოფილიყო... კადრები  Youtube-ზე მოხვდა,  სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, იმ დღეებში მე ძალიან ვღელავდი.  ალბათ, ასეთ მგომარეობაში  იქნებოდა  ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ყოველ  წუთს ატყობინებდნენ მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ.  ჩემს კაბინეტში, ჩემს საკუთარ ქვეყანაში ვიყავი, არ ვიცოდი, რომ კამერა იყო ჩართული და ვერაფერ ექსტრავაგანტულს ჩემს ქცევაში ვერ ვხედავ!

სობჩაკი: და მაინც "ჰალსტუხის ღეჭვა"  ეს არის პირველი, რასაც Google-ის  საძიებო სისტემა თქვენი გვარის ჩაწერისას აგდებს.

სააკაშვილი:  მისმინეთ, ეს ხომ სისულელეა! უბრალოდ სასაცილო ჩვევაა, ჩვენ ყველა, ვინც პიონერები ვიყავით, ჰალსტუხს ვღეჭავდით.

სობჩაკი:  ჩვენ არ ვღეჭავდით.

სააკაშვილი: ე.ი. ჩვენი კულინარული გემოვნება განსხვავდება. და საერთოდ, გაწონასწორებულია პოლიტიკოსი თუ  ტემპერამენტიანი,  ჰალსტუხის  ღეჭვით  კი არა (რომლითაც რატომღაც ძალზედ დაინტერესედნენ ჩვენი რუსი კოლეგები), მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და განცხადებებით განისაზღვრება.

სობჩაკი: რადგან ლაპარაკი წავიდა განცხადებებზე, მართალია, თუ არა  რომ თქვენ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში  პრემიერ-მინისტ პუტინს "ლილიპუტი" უწოდეთ?

სააკაშვილი: ასეთი რამ არ ყოფილა, მაჩვენონ ეს კადრი.

სოკოლოვა:  ბევრის  ფიქრობს, რომ კონფლიქტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის, თქვენსა და პრემიერ მინისტრს  შორის არსებული პირადი სიძულვილით იყო განპირობებული.

სააკაშვილი: პუტინის მიმართ არავითარი პირადი სიძულვილი არ გამაჩნია.  მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი ბრძანებით მოახდინა  რუსეთმა  ჩემი  ქვეყნის  ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია.

სობჩაკი:  მე ჩამოვედი თქვენთან, თავისუფალ საქართველოში და დიდ პატივად მიმაჩნია აქ ყოფნა. პროგრესულ ახალგაზრდა პრეზიდენტთან ინტერვიუზე მოვედი დიზაინერის მაისურით, რომელზეც ჩემი  პრემიერ-მინისტრია გამოსახული, (გაიხსნა პიჯაკი). მაგრამ თქვენმა პრესმდივანმა მთხოვა  პიჯაკი  გადამეცვა . რას ფიქრობთ ამაზე?

სააკაშვილი: არაფერს არ ვფიქრობ, რა მაისურს ჩაიცვამთ ეს მხოლოდ თქვენი გემოვნების საკითხია. თქვენ  თავისუფალ ქვეყანაში ხართ და  შეგიძლიათ თავად  გადაწყვიტოთ მსგავსი საკითხები.

სოკოლოვა: პირადად თქვენ კარგად იცნობთ პრემიერ-მინისტრ პუტინს? რა შთაბეჭდილება დატოვა მან თქვენზე?

სააკაშვილი: მე მყოლია განსხვავებული  პოლიტიკური პარტნიორები, ყოფილან ადამიანები, რომლებიც მაღიზიანებდნენ, პუტინი მათ რიცხვს არასოდეს მიეკუთვნებოდა. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის იყო დაძაბული, მაგრამ ზომიერეიბის  ფარგლებში. ცნობილია, რომ ბევრ მსოფლიო ლიდერს ის სხვადასხვა სიტყვებით მოიხსენიებდა. მას მართლა შეუძლია იყოს ძალიან უხეში. მაგრამ პირადად ჩემთვის მას შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია. ჩვენს  შორის  ყოველთვის არსებობდა   დისტანცია.

სოკოლოვა: მაშინ რატომ მოხდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა  ასე კატასტროფულად განვითარდა?

სააკაშვილი: თუ ვისაუბრებთ მხატვრულად, ჩვენს შორის არსებობს მსოფლმხედველობითი კონფლიქტი. პუტინს აქვს ქუჩის ავტორიტეტის მენტალიტეტი? მე კიდევ ყოველთვის ფრიადოსანი  და  საუკეთესო მოსწავლე კლასში. მახსოვს, როდესაც სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, მქონდა ხოლმე უსიამოვნებები ქუჩის ბიჭებთან. მე ვჩხუბობდი და თავს არავის ვაჩაგრინებდი. რაღაც ამის მსგავსი ხდება ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში. შემოვიდა ქუჩის ავტორიტეტი წამოარტყა ფრიადოსანს. ფრიადოსანმა შეძლო თავის დაძვრენა და პანღური ამოარტყა. ამ დროს უბანში პოლიციელმა შემოიხედა  და ყველა დააშოშმინა.

სოკოლოვა: პოლიციელებში გულისხმობთ აშშ-ს და ევროკომისიას, სწორედ გაგიგეთ?

სააკაშვილი: მე ვიტყოდი, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობას. მაგრამ ავტორიტეტმა უკვე ბიჭების წინაშე დაიფიცა, რომ ფრიადოსანს სხეულის ერთი ნაწილით ჩამოკიდებს! გადის დრო, ფრიადოსანი დადის სკოლაში, იზრდება, იღებს კარგ ნიშნებს. დაპირებასთან დაკავშირებით რაღაცა არ გამოდის. მდგომარეობა უარესდება. სხვებმა უკან მოხედვა დაიწყეს. არც ისე საშიში ყოფილა ეს ავტორიტეტი, თუ ეს ფრიადოსანი ისევ წარმატებებს აღწევს. თუნდაც გადახვეული ხელით, მაგრამ ხომ დადის? სულ  კარგ ნიშნებსაც იღებს. აი,  ქუჩის სხვა მოღვაწეებიც გათამამდნენ და გადაწყვიტეს საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ.

სოკოლოვა: რა ზუსტი  მეტაფორა  შეარჩიეთ ბატონო პრეზიდენტო, თქვენი და პუტინის ურთიერთობა მართლაც მაგონებს ურთიერთობას ორ ბიჭს შორის, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს და შემდეგ  ერთმანეთს ესვრიან „რაგატკით". ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თქვენ გაქვთ არა" რაგატკები", არამედ "გაუბიცები" და "გრადები" და ათასობით ადამიანი კვდება. რაც შეეხება სხვა "ქუჩის ლიდერებს", თქვენ როგორც  დემოკრატიული ქვეყნის ლიდერმა - როგორ გააფორმეთ შეთანხმება მსოფლიოშიერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფოს ოდიოზურ ლიდერთან?

სააკაშვილი: ჩვენ არა მარტო ლუკაშენკოსთან, არამედ რუსეთთანაც თანახმა ვიყავით გამოგვენახა საერთო ენა. თუმცა თუ ლუკაშენკო ხვალ ბათუმის აღებას მოინდომებს, რასაკვირველია, საერთო ენას ვეღარ ვიპოვით .

სობჩაკი: თუ ერთმანეთთან რუსეთის წინააღმდეგ იმეგობრებთ, მაშინ მოძებნით საერთო  ენას?

სააკაშვილი: არ მგონია, რომ რუსეთს ბევრი პრივილეგია აქვს დღევანდელი ბელარუსის წინაშე. როგორც  გავიგე, რუსები ლუკაშენკოს რაღაც ბნელ საქმეებში ადანაშაულებენ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მკვეთრად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას ბელარუსთან მიმართებაში. რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმეგობროთ ბელარუსთან, ჩინეთთან, ვიეტნამთან, მოლდოვასთან. ეს ჩვენი არჩევანია. ისევე როგორც ბელარუსს აქვს საკუთარი არჩევანი. ამ ქვეყნების ხალხს თვითდამკვიდრების საშუალება უნდა მისცეთ.  ეს არის ზუსტად ის, რასთან შეგუებაც თქვენს პრემიერ-მინისტრს არ სურს.

სოკოლოვა: ბოლოს როდის ესაუბრეთ პუტინს?

სააკაშვილი : 2008 წელს. მე ორჯერ დავურეკე  მედვედევს, და ორივეჯერ  პუტინმა მიპასუხა.

სოკოლოვა : რატომ?

სააკაშვილი: იმიტომ რომ რეალურად საკითხებს ის წყვეტს.

სოკოლოვა: კარგით რადგან ჩვენ დავიწყეთ საუბარი მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ომს, მოგვიყევით როგორ დაიწყო ომი, ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ ომის დაწყების ურთიერთსაპირისპირო ვერსიები.

სააკაშვილი: ომი დაიწყო რუსეთმა. ეს ტეროტორიების დაპყრობის კლასიკური, ძველმოდური მეთოდი. ეს ოპერაცია  დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.  ვფიქრობ, დაახლოებით სამი წლის მანძილზე  და  ამას არც მალავდნენ, მაგრამ ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში იყო კარგად დაგეგმილი საომარი ოპერაცია. მრავალი თვის განმავლობაში ტარდებოდა დემონსტრატიული მანევრები და რუსეთის არმიის სწავლებები ზედ საზღვარზე. ეს გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს და რაღაც მომენტში ჩვენ უბრალოდ დავკარგეთ სიფხიზლე , შევწყვიტეთ რეაგირება. სადღაც ივლისის ბოლოს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი ოფიცრების შვებულებაში გაშვებსი ტაობაზე.შვებულებაში იმყოფებოდა  ჩვენი მთავრობის დიდი ნაწილი ,თავად მეცშვებულებაში გახლდით.

სოკოლოვა: კონკრეტულად სად ისვენებდით?

სააკაშვილი: იტალიაში, მერანოს სანატორიუმში.

სოკოლოვა: ჩვენ იქ ერთი კვირით ავცდით ერთმანეთს.

სააკაშვილი: თქვენ იქ რა გინდოდათ? მე კიდე ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა და მიხეილ  გუსმანმა მირჩიეს იქ წასვლა - გახდომის მიზნით. მერანოში რუსეთის ერთ-ერთ არხზე  ვუყურე როგორ აცხადებდა მემგონი  რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი, რომ საქართველო  ომის დაწყებას ოლიმპიური თამაშების დღეს აპირებდა, და რომ ეს იქნებოდა ოლიმპიური წესების დარღვევა. ეს ხდება სადღაც ივლისის ბოლოს.

სოკოლოვა: როგორც გავიგე თქვენ, ქვეყნის პრეზიდენტმა მერანოში რუსეთის ტელეარხიდან გაარკვიეთ, რომ ომის დაწყებას აპირებდით?!

სააკაშვილი: მე გადავურეკე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სარდინიის კუნძულებზე. შევეკითხე რას ნიშნავდა ყოველივე ეს, მან მიპასუხა: არაფერს და სიწყნარეაო. შემდეგ გადავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში. მანაც მითხრა, რომ არაფერი არ ხდებოდა. მე მაინც ვერ მოვისვენე, შევწყვიტე შვებულება და დავბრუნდი საქართველოში. ამის შემდეგ, პროვოკაციების სერია იყო რუსეთის მხრიდან, მაგრამ ისევ ჩაწყნარდა ყველაფერი. გადავწყვიტე ოლიმპიურ თამაშებზე გავფრენილიყავი ჩინეთში. 7 აგვისტოს დილით თვითმფრინავი  უკვე    აეროპორტში იყო,   მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვაპირებდი გაფრენას. მაგრამ ღამით  მდგომარეობა  გამწვავდა, ამიტომ  გავეცი ბრძანება, რომ  ერთ-ერთი ბრიგადა  ყოველი შემთხვევითვის  მზადყოფნაში ყოფილიყო. ამ დროისთვის ჩვენი ყველაზე  ბრძოლისუნარიანი  ბრიგადა სამშვიდობო მისიით  იყო ერაყში...

სოკოლოვა: სულ რამდენი ბრაგადაა თქვენს არმიაში?

სააკაშვილი: ხუთი.

სობჩაკი:  და  რატომ  გაუშვით  ყველაზე ბრძოლისუნარიანი  ბრიგადა   ომის წინ  ერაყში? 

სააკაშვილი : ჩვენ ამერიკელებთან გვქონდა შეთანხმება, რომ საჭიროების  შემთხვევაში  შეგვეძლო  ბრიგადის უკან გამოყვანა. მაისში  კინაღამ  გამოვიწვიე  უკან, მაგრამ ყოყმანის და მთელი რიგი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ დაგვეტოვებინა. 7 აგვისტოს დღის 4 საათზე პროტოკოლის  სამსახურის უფროსმა დამირეკა და შემატყობინა, რომ თუ არ გავფრინდებოდი, გრაფიკიდან ამოვვარდებოდით - ჩინეთში, ოლიმპიადის გახსნაზე ცოცხალი რიგია. მე ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ თქვენთვის ნათელი   გახდეს, რამდენად დიდი  მოულოდნელობა იყო ჩვენთვის ომის დაწყება. თუმცა, რასაკვირველია,  მუდმივი პროვოკაციების და იმის შესახებ ცნობილი იყო, რომ რუსეთი იმ დღეებში რუსი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებდა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. სიტუაცია ისე ვითარდებოდა, რომ  გამოსავალი არ ჩანდა.

სოკოლოვა: თქვენ გინდათ თქვათ, რომ სხვა არჩევანი არ დაგიტოვეს?

სააკაშვილი: რა თქმა უნდა,  ფართომასშტაბიანი ინტერვენცია განახორციელეს.

სობჩაკი: ამ  მოვლენებთან დაკავშირებით, არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, რაც არ უნდა იყოს  ხვდებით, რომ სამუდამოდ დაკარგეთ აფხაზეთი?

სააკაშვილი:  აბსოლუტურად არ გეთანხმებით,  რადგან მსოფლიოში არავინ, შეურაცხადი ჩავესის გარდა, არ აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას! ეს  ოფიციალურად  ოკუპირებული ტერიტორიებია. რუსეთის იმპერია ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ - ამ ტერიტორიების ცუდი შემნარჩუნებელი. ჩვენ არა მარტო არ დაგვიკარგავს ეს ტერიტორიები, არამედ იმაზე სწრაფად დავიბრუნებთ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

სოკოლოვა: დაახლოებით როგორ?

სააკაშვილი: ჩვენ,  დაახლოებით, 500 ათასი  სხავდასხვა ეროვნების დევნილი გვაყავს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ისინი არასოდეს არ იტყვიან უარს საკუთარ უფლებებსა და  საცხოვრებელზე... ევროპის ბევრი ქვეყნის პარლამენტის, მთვარობებისა   და აშშ-ს ოფიციალური პოზიციის შესაბამისად , და უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, ევროკავშირის ცენტრალიზებულ დონეზე, ჩვენს  ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნის ოფიციალური სტატუსი არის უკანონო  ოკუპაცია.   ევროპის საგარეო საქმეთა რამდენიმე მინისტრი ამ ფაქტს უკვე მოიხსენიებს როგორც ოკუპაციას.ევროპის ზოგიერთი ქვეყნისპარლამენტმა და მთავრობამ აღიარა ოკუპაცია. ევროპარლამენტმა ჯერ არ უღიარებია, მაგრამ აღიარებს. ევროსაბჭომ უკვე აღიარა და, ვფიქრობ, ოფიციალური განცხადება წელს უკვე გამოჩნდება. ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, უკანონო ოკუპაცია რო არ დამთავრებულიყო. ეს გამორიცხულია. აი, იმ შემთხვევაში თუ 70-80 ქვეყანა აღიარებდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მათ შორის სერიოზული ქვეყნებიც, მაშინ ჩვენც სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა.

სობჩაკი: რუსეთი საკმაოდ სერიოზული ქვეყანაა...

სააკაშვილი:  რუსეთი არის  ის  ქვეყანა,  რომელსაც  თავის  საკმაოდ  ბევრი   სერიოზული ტერიტორიული პრობლემა აქვს, თანაც არა სადმე შორეულ აღმოსავლეთში, (თუმცა იქაც სერიოზული პრობლემებია), არამედ ჩვენს რეგიონშიც. მე არ უნდა ვაძლევდე რჩევებს რუსეთს, მაგრამ მათ ადგილას მე  საკუთარი ტერიტორიების შენარჩუნებას დავიწყებდი და არა სხვისი ტერიტორიების დაპყრობას.

სობჩაკი:  რას ფიქრობთ რეგულირების გეგმაზე -  მედვედევი-სარკოზი?

სააკაშვილი: ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომლის თანახმად, რუსეთს უნდა გაეყვანა  ჯარი. მან შეთანხმება არ შეასრულა. ეს ფაქტი ამტკიცებს ჩერჩილისა და ბისმარკის სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულები იმ ქაღალდადაც კი არ ღირს, რომელზეც ისინი წერია.

სობჩაკი: კი მაგრამ ამგვარი მიდგომა ჩიხში შეგიყვანთ. თქვენ საერთოდ რაიმე გამოსავალს ხედავთ შექმნილი მდგომარეობიდან?

სააკაშვილი: მხოლოდ ერთს - რუსეთი ადრე თუ გვიან დატოვებს ამ ტერიტორიებს.

სოკოლოვა:  გასაგებია, მოდით ვისაუბროთ სხვა, ჩემი აზრით ბევრად უფრო საინტერესო თემაზე. თანამედროვე საქართველო მთელ მსოფლიოში გახდა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ცხოვრების წესის შეცვლა რამდენიმე წელიწადში, დაამარცხო კორუფცია, მექრთამეობა,  ფარული ეკონომიკა. ვსაუბრობ იმაზე, რაც რუსეთში ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემის განუყოფელ ნაწილად ითვლება და რომლის შეცვლაც აბსოლუტურად შეუძლებელია. ამის მაგალითია პრეზიდენტ მედვედევის უკანასკნელი მცდელობები, რომელმაც საოცარი ფიასკო განიცადა, თქვენ როგორ მოახერხეთ ეს?

სააკაშვილი:  წელს მსოფლიო მაჩვენებლით, ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ,   საქართველომ  მე-11 ადგილი დაიკავა.  ასევე მესამე ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ ევროპაში, დანიის და სლოვენიის შემდეგ. მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაზე რადიკალური ცვლილება საქართველოში - ეს არის ნაციონალური მენტალიტეტის შეცვლა. საქართველო, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ითვლებოდა (ამას ჩემი წინამორბედი - შევარდნაძე ამას ოფციალურად აღიარებდა) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. შევარდნაძე ამას იმით  ამართლებდა, რომ  ქვემოდან ზემოთ ყველა კორუმპირებული იყო - მინისტრები, მოსამართლეები, მასწავლებლები, პოლიცია..

სობჩაკი: რაღაც მშობლიურად  ჟღერს...

სააკაშვილი: ეკონომიკა  საერთოდ  შავი იყო. დღეს ჩვენთან ფარული  ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტია. თუ 2004-2005 წლებში ქართველთა 98 პროცენტს გამოკითხვების შედეგად ჰქონდა შეხება კორუპციასთან, დღეს ყველა გამოკითხვით მაჩვენებელი 0,5 პროცენტზე ნაკლებია. აღმოჩნდა, რომ ქართული მენტალიტეტი არც ისე კრიმინალური და კორუმპირებული ყოფილა. დანაშაული  შემცირდა თითქმის ხუთჯერ.

სობჩაკი: საკვირველია, ჩვენთან, მაგალითად, ითვლება, რომ რუსული მენტალიტეტი არის ერთგვარი კონსტანტა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.

სააკაშვილი:  ვფიქრობ, რომ რუსულ მენტალიტეტს უფრო ახასიათებს კანონმორჩილება, ვიდრე ჩვენსას. ჩვენ  ორმაგი პრობლემა გვქონდა: ჯერ ერთი - მამაცობად ითვლებოდა თუ ძრცვავდი მთავრობას, მეორეც - რუსეთს. ეს არის ისტორიული ფაქტორი. აბრაგების მთელი ისტორია აქედან მოდის. აბრაგები ჰპარავდნენ რუსებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც კი ჩვენ ვაგრძნობინეთ ხალხს, რომ ეს მათი ქვეყანაა, მათი ქუჩა, მათი ქალაქი, მათი მთავრობაა - თითქოს ჩამოყალიბებული კრიმინალური ავტორიტეტი, სრულიად გაქრა! ხალხი ხედავს, რომ მთავრობა აღარ იღებს ქრთამს. ზოგჯერ მესმის: ქუჩებში კორუფცია არ არისმ მაგრამ   მთავრობაში დარჩა. ეს სისულელეა - თუ კორუფცია არის მთავრობაში, ის არის ყველგან!

სობჩაკი: ეს ნათელია.

სააკაშვილი: კიდევ ერთი ფაქტორი - ეს არის სიამაყის კოლექტიური შეგრძნება. დავუშვათ პოლიციელი ჩვენთან ხელფასს იღებს 500-600 დოლარს. ის დადის კარგი თანამედროვე მანქანით, ზის ლამაზ ოფისში... ადამიანს უჩნდება სიამაყის გრძნობა: მას ცნობენ ქუჩაში, უჭერენ მხარს; მან იცის, რომ ყოველივე ეს იმიტომ, რომ არ იღებს ქრთამს. იგივე ვითარებაა საგადასახადო სამსახურში, საბაჟოზე, ყველგან. როდესაც პატივს გცემენ, როგორც ფორმის მატარებელს, ამაყი ხარ - ამ პატივისცემის ყიდვა  არანაირ ფასად არ შეიძლება. ამასთან, თუ მთავრობა გიხდის იმდენს, რომ ნორმალურად იცხოვრო - ეს კომბინაცია შედეგს იძლევა. დეტალებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ზაფხულში არ სცხელათ, ზამთარში არ სცივათ, ლამაზი ფორმა აქვთ. ყოველივე ეს საჭიროა იმისათვის, რომ სერიოზულად აღგიქვამდნენ.

სოკოლოვა:  როდესაც თქვენ გახდით პრეზიდენტი, რა დაგხვდათ?

სააკაშვილი: სახელმწიფო აპარატის ძირითადი ნაწილი საერთოდ არ იღებდა  ხელფასს. იყო ფეოდალური სისტემა. გადაეცი მემკვიდრეობა და ისინი ამ მემკვიდრეობას მართავენ. პოლიციელისთვის მემკვიდრეობა იყო რაიონი, ერთგვარი "ვერტიკალი". ზემდგომმა მემკვიდრეობით გადასცა ქვემდგომს და მის გარდა იქ შესვლა არავის შეეძლო.  საქართველოს კრიმინალური მაფია ყოვლისშემძლედ ითვლებოდა. ბევრი იყო კანონიერი ქურდი, რომელთაგანაც საქართველოდან თითქმის ყველა წავიდა, სხვათ აშორის, ბევრი რუსეთშია. რეალურად ისინი ძალზე მშიშრები არიან, როგორც კი მათ აღარ ეყოლებათ მეგობრები მთავრობაში, მაშინვე  ბოლო მოეღებათ. „ქურდული ავტორიტეტი" თავის დროზე სტალინმა სპეციალურად  გულაგის გასაკონტროლებლად გამოიგონა. ასე რომ, ისინი ყოველთვის წარმოადგენდნენ მართვის ინსტრუმენტს.

სოკოლოვა: თქვენ სრულიად შეცვალეთ მთავრობის და პოლიციის შემადგენლობა, ასეა?

სააკაშვილი: მთავრობაში არ დარჩენილა თითქმის არავინ, ვინც მუშაობდა საბჭოთა პერიოდში. ჩვენ გვყავს ორი კატეგორიის ჩინოვნიკი: მათ, ვისაც ახსოვთ საბჭოთა პერიოდი, როგორც მე (როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მე-5 კურსზე ვსწავლობდი), თუმცა ჯერ არ მუშაობდნენ  და ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ ახსოვთ საბჭოთა კავშირი. მაგალითად, ჩვენ გვყავს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც 28 წლისაა და არასოდეს  ყოფილა პიონერიც კი.  მას არ ახსოვს ვინ არის ვლადიმერ ლენინი. ეს სრულიად განსხვავებული მენტალიტეტია.

სობჩაკი:  თქვენ პრიორიტეტს  ახალგაზრდებს ანიჭებთ?

სააკაშვილი :  უფრო სწორედ თამაშის ახალ წესებს. ჩვენი პრინციპია - მერიტოკრატია, ყველაზე ნიჭიერების მმართველობა. ნებისმიერ სფეროში წარმატებული კარიერის შექმნის ერთადერთი საშუალება ეფუძნება პრინციპს: "ვინც მეტს  მუშაობს  და ვინც  უფრო ნიჭიერია". სხვათაშორის განათლების სისტემა ბევრად უფრო კორუმპირებული იყო ვიდრე პოლიცია. არსებობდა მყარი ტარიფი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად - ასი ათასი დოლარი, სამედიცინოზე ჩასაბარებლად - 17-18 ათასი დოლარი.

სობჩაკი: ამიტომ წახვედით სასწავლებლად კიევში?

სააკაშვილი:  გარკვეულწილად, როდესაც გამოცდების ჩაბარების ახალი სისტემა შემოვიღეთ, ქულები დააგროვეს, ძირითადად, ბავშვებმა სოფლებიდან და არა ელიტარული ოჯახების შვილებმა. ეს თამაშის ახალი წესებია და მათ უნდა შევეჩვიოთ. პოლიციელს, რომელიც იღებდა ქრთამს უნდა აერჩია: ის ან თავად მოგვცემს თავის დაგროვილ კორუმპირებულ ფულს, რადგან ის ქრთამსაც იღებდა და, რომელიც პატარა მაღაზიასაც აკონტროლებდა თავის რაიონში; მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი დარჩენილიყო პოლიციაში, ან მოპარულიფულით,  გაეხსნა პატარა მაღაზია და დაკავებულიყო საქმით, რომელსაც ისედაც აკეთებდა. ხალხის დიდმა ნაწილმა  თამაშის ახალი წესები მიიღო.

სოკოლოვა:   რეფორმების განმავლობაში, თქვენ ხშირად გიწევდათ რეპრესიების განხორციელება - ციხეში ჩასმა, პროფესიული საქმიანობის აკრძალვა, ქვეყნიდან გასახლება?

სააკაშვილი:  გასახლება და აკრძალვა არა, მაგრამ ციხეში ბევრი ჩაჯდა. მაგალითად,  40 მოსამართლე დაიჭირეს მექრთამეობისათვის. ეს  მთელი მოსამართლეების 10 პროცენტია. თითქმის ყველა შემთხვევა ვიდეოზე იყო აღბეჭდილი.  მმართველი პარტიიდან,  კორუფციის  ბრალდებით პარლამენტის 4  წევრი გაასამართლეს, მათ შორის ჩემი კარგი მეგობარი. თავდაცვის მინისტრი  კორუფციის გამო  დააკავეს  და ბევრი სხვა.

სოკოლოვა:  დღეს თქვენთვის პრიორიტეტულ ამოცანებად რა რჩება?

სააკაშვილი:  განათლების სისტემის მოდერნიზაცია. ჩვენ დავნერგეთ პროგრამა, რომლის თანახმად უახლოესი 3 წლის განმავლობაში (ეს არის ჩემი საპრეზიდენტო ვადა) ჩვენ მოვიწვევთ 100 ათას ამერიკელს, კანადელს, ინგლისელს, ავსტრალიელს, რომლებიც ასწავლიან ინგლისურ ენას ყველა სოფელში, ყველა სკოლაში. ჩვენ სულ 3000 სკოლა გვაქვს, ზოგიერთ მათგანში იქნება 2-3 native speaker, ყველა სკოლის მოსწავლეს კომპიუტერებს უანგაროდ ვურიგებთ. დამიჯერეთ, ამის შემდეგ ოჯახი იცვლება! ჩვენ გვსურს მივიღოთ თაობა, რომელიც იქნება სრულიად კომპიუტერიზირებული და ეცოდინება ინგლისური ენა. თუმცა მათ უნდა შეისწავლონ, ჩინურიც, თურქულიც, არაბულიც, რუსულიც. რუსული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ! ასევე, ჩვენ განვაგრძობთ ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესს. ჩვენი ეკონომიური ორიენტირია - დემოკრატიული ევროპული სინგაპურის შექმნა. დემოკრატიის გარეშე სტაბილურობა ვერ იქნება, მაგრამ დასავლეთის ფასეულობებზე გადასასვლელად, საჭიროა რეფორმები. დემოკრატიის გარეშე ვერც რეფორმები განხორციელდება.

სობჩაკი:  როგორია თქვენი რეიტინგი, ამ მომენტისთვის? ცნობილია, რომ პატარა ომის მოგება საუკეთესო საშუალებაა მის ასაწევად...

სააკაშვილი : დღეისთვის ჩემი რეიტინგი მაღალია. მაგრამ ის, მერწმუნეთ, არანაირად არ მოიპოვება ომის საშუალებით. რეიტინგი არის როგორც ვალუტა, რომელიც უნდა დაიხარჯოს რეფორმებზე. იღებ ამ "ფულს" - ხარჯავ რეფორმებზე. მთავარია, მან შემდეგ არჩევნებამდე მოასწროს აწევა, რათა ხალხი ისევ  გამოგყვეს. ყოველთვის უნდა ახსნა შენი ქმედებები! და არა მხოლოდ წინა საარჩევნოდ. ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი - ო, როგორი პოპულარული ვარ! როგორც კი აღარ ხარ აქტიური პოლიტიკოსი, პოპულარობა ქრება. შენ ხომ არ ხარ  ცნობილი მომღერალი ან მწერალი. პოლიტიკოსის წარმატება შედეგებით იზომება და არა რეიტინგით. შედეგი კი 30 წლის შემდეგ გამოჩნდება. ადამიანს იმის მიხედვით შეაფასებენ, რაც მან  30 წლის წინათ გააკეთა (ან როგორც ათათურქს 100 წლის შემდეგ) სწორედ ეს არის პოლიტიკოსის რეიტინგი.

სოკოლოვა: ცნობილია, რომ თქვენმა კოლეგამ კრემლში, მიზნად დაისახა კორუფციის დამარცხება. რას ურჩევდით მას, როგორც  იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ამ სფეროში სერიოზულ წარმატებას მიაღწია?

სააკაშვილი: უპირველესად თუ  მას წარმატების მიღწევა სურს, მან და მისმა გუნდმა მმართველობა საკუთარ ხელში უნდა აიღონ. არ არსებობს ერთპიროვნული  ლიდერი, არსებობს პოლიტიკური კლასი, რომელიც თამაშის წესებს ქმნის. არც ერთ ავტორიტარულ ლიდერს ჯერ არ დაუმარცხებია კორუფცია. კორუფციის დამარცხება შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური კლასის, აპარატისა და საზოგადოების სრული კონსენსუსის შემთხვევაში. თუ პოლიტიკოსი ან ელიტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მისი მომავალი არ არის მის საკუთარ ქვეყანაში, ლაჟვარდოვან სანაპიროზე ყიდულობს სახლებს, მეუღლეს სამშობიაროდ უშვებს ინგლისში და ბავშვებს კი -სასწავლებლად, კაპიტალის გადაგზავნის მეშვეობით, ამით იგი ხმას აძლევს თავისი ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოდ.

სოკოლოვა:  ჩვენთან მიიჩნევენ, რომ რუსული მენტალიტეტი შუთავსებელია  დასავლურ ღირებულებებთან...

სააკაშვილირატომ? ჩემი აზრით ძალიანაც თავსებადია, ყოველ შემთხვევაში, თუ ვიმსჯელებთ სახლებით ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ანგარიშებით შვეიცარულ ბანკებში და ინგლისური იახტებით, რუსებს ძალიანაც უყვართ დასავლური ღირებულებები!

სოკოლოვა: კი, მაგრამ თქვენ ხომ თავადაც იყავით საბჭოთა ადამიანი! რა შეგეცვალათ ასე, რატომ გახდით ამერიკული ოცნების განსახიერება?! ჩვენთან ფიქრობენ, რომ თქვენ ხელფასს "CRU" გიხდით.

სააკაშვილი: რაღაც ცოტას მიხდიან! თუ გნებავთ სერიოზულად, მე ასე მზრდიდნენ  ბავშვობიდან .

სობჩაკი : ამბობენ, რომ საკმაოდ სკანდალური ახალგაზრდა იყავით, პორნოფილმებს იღებდით სტუდენტობაში... იღებდით?

სააკაშვილი: პორნოგრაფიულ ფილმებს არა, მაგრამ  ფილმი თბილისურ მაფიაზე  და მის  მამხილებელ  პოლიციელზე - გადავიღე. "კომისარ კატანის" გავლენა იყო.

სობჩაკი: სამაგიეროდ, თქვენ თავად გახდით პორნო ფილმის გმირი, მე ვგულისხმობ ფილმს "იულია", რომელიც გადაიღო რუსმა დეპუტატმა. თქვენი პროტოტიპი რაღაცას უშვება ნაწნავიან ქალს. თქვენ ნანახი გაქვთ ეს ფილმი?

სააკაშვილი: არა, არ მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს ჩემი გმირი სათანადოდ არის წარმოდგენილი.

სოკოლოვა:  რაც შეეხება მამაკაცურ ღირსებებს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში შევნიშნე, რომ თქვენთან ბევრი მაღალი და ლამაზი მამაკაცია ?.

სააკაშვილი: გმადლობთ, მაღალი შეფასებისთვის.

სოკოლოვა: არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკაში პატარა სიმაღლის კაცები განსაკუთრებით სახიფათონი  არიან, რადგან თავიანთ ფიზიკური ნაკლის  კომპენსაციას ავტორიტარიზმით  ფარავენ, რასაც პრინციპში განიცდის მთელი მსოფლიო.  მეთანხმებით?

სააკაშვილი: არ ვიცი, მე მყავდა უახლოესი  მეგობარი, პოლონეთის  პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ის დაბალი იყო.  ნაპოლეონიც საკმაოდ პატარა იყო. ჩემის აზრით სიმაღლეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება დიდი ქვეყნის ლიდერებს.  ვფიქრობ, რომ წარმატების საიდუმლო სხვა რამეა: ან გაქვს ხედვა ან  არ გაქვს. თუ ხედვა არ გაქვს, მაშინ  დანარჩენს  აზრი არა აქვს.

სობჩაკი: ბატონო პრეზიდენტო ჩვენ ძალიან გვერიდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი წმინდა ქალური შეკითხვა, რომელიც არ შეგვიძლია არ დაგისვათ...

სააკაშვილი: შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერი შეკითხვა.

სოკოლოვა: თქვენ იცნობთ თინა კანდელაკს?

სააკაშვილი: ვიცნობ, მას ერთხელ მოსკოვში შევხვდი, სხვათა შორის,  მგონი  QG ბარში, და რატომ მეკითხებით?

სობჩაკი: მეუხერხულება, მაგრამ რუსეთში ყველა ამაზე ლაპარაკობს, მოგვიყევით მაინც რა მოხდა თქვენს შორის, რატომ არ უშვებთ მას საქართველოში?

სააკაშვილი:  რას ნიშნავს არ ვუშვებ თინა კანდელაკს, რომც მომენდომებინა - ეს ტექნიკურად შეუძლებელია.

სობჩაკი: რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში თინა აღნიშნავს, რომ თქვენ მას უთვალთვალებთ, ემუქრებით მის ოჯახს, ის არის საზოგადოებრივი პალატის წევრი.

სააკაშვილი: ვემუქრები?

სოკოლოვა: და არა მხოლოდ, ის  ირწმუნება,  რომ თქვენ მან უარგყოთ როგორც მამაკაცი.

სააკაშვილი: რა? რა?

სოკოლოვა: ოჰ, რა შეკითხვების დასმა მიწევს პრეზიდენტებისთვის! მოკლედ, თინა კანდელაკი ამტკიცებს, რომ უარი გითხრათ (ხანგრძლივი პაუზა).

სააკაშვილი:  თქვენ ამბობთ, რომ ქალბატონი კანდელაკი არის საზოგადოებრივი პალატის წევრი?

სობჩაკი და სოკოლოვა: დიახ!

სააკაშვილი: როგორც ჩანს,  ეს სისულელე, მას პოლიტიკური კარიერისთვის სჭირდება. თუმცა,  ვფიქრობ, რომ ის ამით საკუთარ  თავს მხოლოდ ზიანს აყენებს. რუსეთში ახალა ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც   ერის ოქროს ფონდს წარმოადგენენ. ესენი  არიან  - ექიმები, სამედიცინო ცენტრების დირექტორები, რუსეთის სამხატვრო აკადემიის თავმჯდომარე, მოცეკვავეები, მომღერლები. არც ერთს  მათგანს არასდროს  ანტიქართული განცხადებებიარ გაუკეთებია! მათ შეუძლიათ გაიზიარონ ან გააკრიტიკონ ჩვენი პოლიტიკა  - მაგრამ მათი  მხრიდან  არ ყოფილა   არანაირი თავდასხმა. ყველას  კარგად ესმის, რომ პრობლემები ჩვენს ქვეყნებს შორის ადრე თუ გვიან მოგვარდება. არ გვინდა, რომ ჩვენმა ერები ერთმანეთთან მტრულად იყვნენ.

სობჩაკი:  ნამდვილი პოლიტიკოსის პასუხია.

სააკაშვილი:  შემიძლია  გიპასუხოთ  როგორც   მამაკაცმა,  მაგრამ   ეს უბრალოდ უხეშად გამოვა.

სოკოლოვა: ჩვენ  ყურებს დავიხშობთ ...

სააკაშვილი ...

P.S. მომდევნო ნომერში შემდეგი რეპორტაჟი იქნება საქართველოს შესახებ.

ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)