Google+

სიახლეები

20.09.2010
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიას დაესწრება და სიტყვით გამოვა. რა გარანტიებს იძლევა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ და რა საშიშროებაზეა ლაპარაკი მეგობარი სახელმწიფოებისათვის გაეროს ფუძემდებლური პრინციპების უგულვებელყოფის დროს ქართულ-რუსული ურთიერთობის მაგალითზე - ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.

ამას გარდა, ჰილარი კლინტონის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიურ შეხვედრასაც დაესწრება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება.   საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით ნიუ იორკის უნივერსიტეტშიც წარსდგება, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.

ქართულ დელეგაციას სულ 90-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)