Google+

სიახლეები

16.09.2010
რეკონსტრუირებული ბათუმი ახალ ხიბლს იძენს

 

დინა სპრიცერი

კრიალა შავ ზღვას  განათებული კოშკი დასცქერის , ბურუსით  მოცული კავკასიის მთები კი საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმს  არტყია გარს.  კოშკის  ღამის შუქურა ჰორიზონტს ანათებს და იმ  ახალ ნაგებობას გამოკვეთს, რომელიც ძველი ქალაქის მე-19 საუკუნის ფასადებთან კონტრასტში მოდის და სინათლის რბილ სხივში ახვევს პალმებიან ბულვარსაც, სადაც შეყვარებულები დასეირნობენ და ოჯახების მხიარული სიცილი ისმის. ზღვის სანაპიროზე ყველაზე მაღალი,ჯადოსნური შენობა  ბიბლიოთეკას , მუზეუმს ან მეჩეთს მოგაგონებთ.

თუმცა, როდესაც ამ ზაფხულს მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში შევაბიჯე, აღმოვაჩინე, რომ ნაგებობა ბევრად უფრო მოულოდნელი კულტურული საგანძური იყო: 203 ნომრიანი სასტუმრო შერატონი, რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა $80 მილიონი დაჯდა და ბათუმის პირველ საერთაშორისო ბრენდის მქონე ოტელად იქცა, ეგვიპტეში ალექსანდრე დიდის მიერ ალექსანდრიის შუქურის მსგავსად ნაგები,  ის იმის მანიშნებლად იქცა, თუ რას  ესწრაფვის ბათუმი.

თურქეთის საზღვრიდან 12 მილით დაშორებული,  ოდესღაც გაცრეცილი საკურორტო ქალაქი ცხოველ რეკონსტრუქციას განიცდის. ოთხი წლის წინ, წყალი და ელექტროენერგია ქალაქს რთულად მიეწოდებოდა, არ არსებობდა მოქმედი საკანალიზაციო სისტემა და ქალაქის ისტორიულ ნაგებობებს ჩამორეცხილი საღებავი ამახინჯებდა. გარდა იმისა, რომ ეს პრობლემები აღადგინა ,  ძველი ქალაქის ათობით ნაგებობა და  ოთხმილიანი მოდური სანაპირო ბულვარის გაფართოვებაც დაასრულა. ამ პროექტზე  ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობის მიერ  გამოყოფილი $103.9 მილიონიანი ინვესტიციის ნაწილი დაიხარჯა. გაიხსნა უამრავი მაღალი კლასის რესტორანი, ღამის კლუბი და   მონტე-კარლოს კაზინოებით შთაგონებული სამი კაზინო. ბათუმის აეროპორტი ივნისში ამოქმედდა, სრულდება რეისები ბათუმსა და საქართველოს დედაქალაქ თბილისს შორის, დაგეგმილია რეგიონის სხვა ქალაქების მომსახურებაც.

მუშავდება ახალი პროექტები: კიდევ უფრო მეტი სასტუმრო (მათ შორისაა, "რედისონი", რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო "კემპინსკი" - 2015-ში) ამოქმედდება, იგემება ისტორიული უბნების აღდგენა და ეკო-ტურიზმის განვითარება. აქ იმ გეგმაზეც კი ფიქრობენ, რომლის თანახმადაც კერძო ინვესტორები თურქეთამდე გადაჭიმული ქვიანი სანაპიროსთვის ოქროს ქვიშას შემოიტანენ.

მაინც რა არის დღეს მთავარი სანახაობა ბათუმში? ამწე.

„ჩვენ თითქოს დროს ვეწევით" - ამბობს თეიმურაზ დიასამიძე, აჭარის რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე. ბათუმი სწორედ აჭარის დედაქალაქია. „ჩვენ ბედმა გაგვიღიმა და არ შეგვხებია აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტები, თუმცა დამსვნებელები ჯერ კიდევ გვაკლია", - იხსენებს  ის საქართველოს 1991 და 2008 წლების კონფლიქტებს, რომლებიც სეპარატისტული რეგიონების გამო მოხდა. ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ სადაო საკითხად რჩება.  

1890 წლის ნავთობის ბუმის შემდეგ, როდესაც ისეთმა სამრეწველო მაგნატებმა, როგორებიც იყვნენ ბარონი ალფონს დე როტშილდი და შვედი ძმები ნობელები, ბათუმი მდიდარ ადგილად  აქციეს, ქალაქს რომელშიც 120 000 მაცხოვრებელია ასეთი საქმიანი მაჯისცემა არასდროს ჰქონია.  რუსეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ, წარმატებული პორტი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ნავთობსადენის სამშობლო იყო. მერე კი კომუნისტური დაცემის წლების ჯერი  დადგა, ხოლო 2003 წელს საქართველოში დემოკრატიული "ვარდების რევოლუცია" მოხდა, რასაც თან მოჰყვა საყოველთაო ეკონომიკური რეფორმები და უცხოური კაპიტალის შემოდინება. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციის თანახმად, 2004-2009 წლებში ტურიზმში ჩადებული კერძო ინვესტიციები მთლიანად $311 მილიონს გაუტოლდა.

 ბათუმში ბოლო ორი წლის განმავლობაში ღამის ცხოვრება ააღორძინდა, გაიხსნა 20 რესტორანი და 10 ღამის კლუბი. მათ  სათავეში ის ახალგაზრდა ქართველები ჩაუდგანენ, რომლებმაც უცხოეთში იცხოვრეს.  30 წლის ქეთი ბოჭოროშვილი, თბილისის ღამის კლუბ „ბამბის რიგის" მეპარტრონეა და  აქ ახალი ღამის კლუბების  მფლობელთა ტიპური წარმომადგენელია.

„გასულ ზაფხულს დასასვენებლად ბათუმში ჩამოვედი და ვნახე, რომ მშენებლობები და დიდებული პროექტები იგეგმება, საერთაშორისო სასტუმროები, ახალი გზები" - ამბობს ბოჭორიშვილი, მეწარმე, რომელმაც კონეკტიკუტში, ლუისვილის საშუალო სკოლაში ერთი წელი გაატარა, ხოლო მენეჯმენტს იტალიურ უნივერსიტეტში დაეუფლა. მე გავიფიქრე: „ვაუ, ბათუმი მშვენდება და ვიგრძენი , რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ".

"ბამბის რიგის" ბათუმური წარმომადგენლობა  აგვისტოში გაიხსნა, ქათქათა, Miami-meets-St.-Tropez დეკორით, ხოლო მენიუ  შეიცავს როგორც ქართულ,  კონტინენტურ კერძებსა და იაპონურ  სამზარეულოს.

ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიანაა დამოკიდებული ადგილობრივ  დამსვენებლებზე, უცხოელი ტურისტების მოზიდვას ცდილობს და ეს პირველ რიგში  სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები არიან.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პორტს გასულ წელს 554 150 დამსვენებელი ეწვია, დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე 2006 წელს და ამჯერად სტუმართა უმეტსობა აჭარის ახლო-მახლო რეგიონებიდან იყო, მაგრამ ბოჭორიშვილს და კიდევ სხვას თვალი დასავლელ დამსვენებლზე უჭირავთ.

აქამდე კლუბი კარგად დავარცხნილი, მოდური ქართველების მეშვეობითაც კარგად მუშაობდა ვისაც მარკ ჯაკობსი მოსწონს და ვისაც შეუძლია თავისი საყვარელი მუსიკალური  ფლეილისტი რუსულ, ქართულ და ფრანგულ ენებზე ჩამოარაკრაკოს.

კლუბი შენობათა იმ ტალღის ნაწილია, რომელმაც ახალი ბულვარი მოიცვა. ეს ბულვარი ყველაზე ხალხმრავალი ფეხით სასიარულო სივრცეა ბათუმში და მისი გახსნა ივლისში  ფრანგი D.J. მაია ქეის კონცერტით აღინიშნა. ამ კონცერტს 40 000 მაყურებელი დაესწრო. კლუბს ამშვენებს კუბისტური სკულპტურები,  მხატვრული განათება და ავანგარდული კონსტრუქციები, რომელელთა დიზაინი ალბერტო დომინგოსა და ესპანელ ინჟინრებს ეკუთვნით.

კაფეებით გადაჭედილ ძველ ბულვარზე უზარმაზარი ეშმაკის ბორბალია აღმართული, რომელიც აქ 2007 წელს დააყენეს,  ხოლო მოცეკვავე შადრევანი მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. შადრევნის ფერადი ჭავლი ტექნოსა და კან-კანის ჰანგებს ჰყვება და  მთელს ბათუმს იზიდავს საღამოობით . აქ უკრაინელი მილიონერი  იტალიელი ტურისტის გვერდით დგას.

მაგნოლიებისა და კიპარისების მწკრივს დიდი, თეთრი სვეტებით მორთულ კაფე „სანაპიროსკენ" მივყავართ.  ლამაზად მორთული მაგიდები გადაჭედილია ქართული დელიკატესებით, მათ შორისაა ოვალური აჭარული ხაჭაპური, გახეხილი ყველითა და კარაქიანი  კვერცხით შეკმაზული. მიუხედავად ფუფუნების ეპოქის გარიჟრაჟისა, ვახშამი ბათუმში იაფია -   საუზმე ორი კაცისთვის სანაპიროზე 20 ლარი ღირს, დაახლოებით 11 დოლარი.

  ბათუმს სურს, რომ მისი მიმზიდველობა მხოლოდ  სანაპიროთი არ შემოიფარგლოს. აქ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბოტანიკური ბაღია. ის ქალაქის ჩრდილოეთით 5.5 მილის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და მასში მცენარეთა 5 000 სახეობაა თავმოყრილი, მათ შორის მარტო 100 სახეობის ვარდია. თქვენ შეგიძლიათ მოწყვიტოთ მანდარინი ციტრუსების ჭალაში და მიირთვათ ისინი სანამ იმ წყალსაცავებს  გადაივლით, რომელიც ბაღის $2.17 მილიონიანი რეკონსტრუქციის პროცესში აშენდა.  ტურისტულ კომპანიებს აქ დამთვალიერებლები იმისთვის მოჰყავთ, რომ  ნაციონალურ პარკში „მტირალა", რომელიც ბოტანიკურ ბაღს ემიჯნება, ჩანჩქერები და მინდვრის ყვავილები დაათვალიერებინონ.

„ამ ცვლილებების წყალობით ჩვენ უკვე გვყავს ტურისტები ისრაელიდან, კანადიდან და შვეიცარიიდან" - ამბობს ეკა გოგიბერიძე, 4 წლის წინ გახსნილი სასტუმროს "რჩეული ვილას", ლეგენტური, მოდური შენობის  მენეჯერი.  „ისინი არ მიდიან სანაპიროზე, მათ ბუნება და ძველი ბათუმი აინტერესებთ".

რაც შეეხება ძველ ბათუმს,  პორტიდან გამომავალი ქუჩები  ჯერ კიდევ რეკონსტრუირდება. ივნისში ქალაქის სხვადასხვა ნაწილი გადაითხარა და მტვრის ბუღით დაიფარა. (აჭარის მთავრობის ცნობით, გზის მშენებლობა ამ თვეში დასრულდება, ხოლო ძველი ბათუმის აღდგენა - 2011 წლის ბოლოსთვის).

ბევრი ასაკოვანი ბათუმელი ბუზღუნებს ბათუმის ახალი სიკაშკაშის გამო, მაგრამ ახალგაზრდა ბათუმელებს ეს იმედისმომცემად მიაჩნიათ. „ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები და ტურისტები, რათა ქალაქს ახალი სიცოცხლე შთავბეროთ" - ამბობს 30 წლის ხათუნა გოგიშვილი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ბათუმში საბერძნეთში სწავლის შემდეგ - „ბათუმი არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი, რომელიც უნდა დავაკონსერვოთ ".

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)