სიახლეები
07.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში დღეს დაიწყო და უკვე შედგა პირადი აუდიენცია ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს პირველად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბენედიქტ მეთექვსმეტეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის პირადი მოკითხვა გადასცა.