სიახლეები
16.09.2010
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი 15 სექტემბერს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დასასწრებად გაემგზავრა, რომელსაც წელს ბრიუსელი მასპინძლობს, სადაც სახალხო პარტიის შტაბ-ბინაა განთავსებული. მიხეილ სააკაშვილი ევროპის ლიდერების შეკრებას დაესწრება. ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევრპული კომისია და ევროპის პარლამენტი მიწვეულნი არიან პარტიის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. სამიტს უმასპინძლებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი-ვილფრიდ მარტენსი. დღის წესრიგში იქნება ევროპის საბჭოს 2010 წლის 16 სექტემბრის ყრილობა.