სიახლეები
03.08.2010
საქართველოს პრეზიდენტი კოლუმბიაში მიიწვიეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიიწვიეს. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში 7 აგვისტოს გაიმართება.
სტუმრებს შორის მიწვეული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები, მათ შორის, რეგიონის ქვეყნების პირველი პირები.