Google+

სიახლეები

01.07.2010
საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პირველი პრეზიდენტის დაკრძალვას დაესწრო

ლიტვის პირველი პრეზიდენტი ალგირდას ბრაზაუსკასი დღეს ვილნიუსში დაკრძალეს. ცერემონიალზე დასასწრებად ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

დაკრძალვის ცერემონიალს ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, ტომას ილვესი და ვალდის ზატლერსი, ასევე პოლონეთის, ფინეთისა და უკრაინის ყოფლი ლიდერები, ლეხ ვალენსა, ალექსანდრ კვასნევსკი, მარტი აჰტისაარი და ლეონიდ კუჩმაც დაესწრნენ.

"მე მას პირადად ვიცნობდი, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ ის უკვე ლეგენდარული პოლიტიკური ფიგურა იყო. ლიტვის დამოუკიდებლობას მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა. იგი იყო არა მარტო დამოუკიდებელი ლიტვის ფუძემდებელი, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის აქტიური მხარდამჭერიც. ჩემთვის ცნობილია, რომ ვარდების რევოლუციამდე იგი დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძეს და გადადგომა სთხოვა. საქართველოსადმი ინტერესი მას არასდროს არ დაუკარგავს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)