სიახლეები
04.06.2010
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა
პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, "პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავების მიერ 2 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული 2 000 000 ევრო, პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიციელების მიერ ამოღებული თანხა კარგ, კეთილ და სასარგებლო საქმეს უნდა მოხმარდეს," - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ პოლიციელებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციაში.
"პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული მხარე ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანასთან, ასევე ესპანეთში გაიგზავნება სპეცწარმომადგენელი იმისათვის, რათა შედგეს მჭიდრო კონტაქტი და გაღრმავდეს თანამშრომლობა ესპანელ სამართალდამცავებთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმართვის მიზნით"-განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.