სიახლეები
06.05.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში შოთა რუსთაველის ძეგლი გახსნა
ბათუმში შოთა რუსთაველის ქუჩას დღეიდან პოეტის ბიუსტი დაამშვენებს- ბრინჯაოს მოოქროვილი ქანდაკება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სიმბოლურად ვეფხისტყაოსანი წააკითხა.
"თუკი რამე განასახიერებს ქართველობის საუკეთესო მოდელს, ეს არის ქალაქი ბათუმი. ბათუმი არის ქალაქი, სადაც ცხოვრობს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. საქართველო და ქართველობა ეს ნიშნავს ეთნიკურ სომხობას, აზერბაიჯანელობას, აფხაზობას და ოსობას."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.