Google+

სიახლეები

07.04.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო მშვიდობასა და ყირგიზეთის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო ყირგიზ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საგარეო უწყებას დაავალა, რომ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართოს კონსულტაციები, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება ყირგიზ ხალხს. საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბიშკეკში სტაბილურობა მალე აღდგება და მშვიდობა დაისადგურებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა საქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს.

როგორც მან აღნიშნა, სატელეფონო საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და ბარაქ ობამას შორის გუშინ შედგა. მანჯგალაძის შეფასებით, ეს იყო თბილი და მეგობრული საუბარი, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა და დადებითად შეაფასა როგორც მიმდინარე და გატარებული რეფორმები, ასევე საქართველოს ბოლო წლებში განვითარება.

ამასთან, მანანა მანჯგალაძის თქმით, ობამამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს და „ის პირადად სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს".

მისი თქმით, ობამას განცხადებით, არა მხოლოდ ვერავინ შეძლებს საქართველოს იზოლაციას, არამედ მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ამერიკის მხრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ავღანეთს ავღანელი პოლიციელებისა და არტილერისტების მომზადება შესთავაზა. მისი თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში მისიის შესასრულებლად ფართო მანდატით მიემგზავრებიან და ისინი ამერიკელების, ფრანგების, კანადელებისა და იტალიელების გვერდით იმსახურებენ, რაც საკმაოდ დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ავღანეთში არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ქართველ სამხედროებს არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ და ოპერაციებში ჩართვა საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს აქტიური ქვეყანა და იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რაც ასევე, საქართველოს მომავალს წაადგება.

როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ამერიკა მონაწილეობდა ქართული კონტინგენტის აღჭურვასა და მომზადებაში, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს მადლობას უხდის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)