Google+

სიახლეები

07.04.2010
ევროპული სახლი მიხეილ სააკაშვილმა შტეფან ფულესთან ერთად გახსნა

თავისუფლების მოედანზე ევროპული სახლი გაიხსნა. ევროპული სახლი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ გახსნეს. ევროპული სახლის გახსნას ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები და კულტურის სფეროს მოღვაწეები დაესწრნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ევროპული სახლის შექმნა რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე დღეში გადაწყდა. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან სერიოზული საფრთხე გვემუქრებოდა, ჩვენი ამოცანა იყო საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ გვექცია. ეს შენობა გასაყიდ ობიექტთა სიიდან ამოვაღებინე. ევროპული სახლი ყველაზე ცენტრალურ ადგილზე ავაშენეთ. ჩვენ ხიდს არამხოლოდ მტკვარზე ვაშენებთ, არამედ ვაშენებთ საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის. იმისთვის, რომ ჩვენ და დანარჩენი ევროპა ერთად და კარგად ვიყოთ, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი ამოცანაა, საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ევროპაში ვიზის გარეშე ჩასვლა ყველა ქართველს შეეძლოს. "ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა მიღწევადია და ეს საკითხი ბიუროკრატიულ პროცესებშია ჩაშვებული. ამას ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შტეფან ფულეს განცხადებით, ევროპული სახლი ქართველებს ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს და იმ მიზნების მიღწევაში დაეხმარება, რაც საქართველოს ევროპასთან მიმართებაში გააჩნია.

"მადლობას ვუხდი ევროგაერთიანებას, რომ მონაწილეობა მიიღო ევროპული სახლის გახსნაში. ევროპულ სახლში ხელი შეეწყობა საქართველოსა და ევროპას შორის კულტურულ აქტივობებს. ახალგაზრდები გაეცნობიან ევროპის ისტორიას და ევროპის კულტურას",-განაცხადა ფულემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)