Google+

სიახლეები

08.04.2010
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“ გადასცა

ხალხური და კლასიკური მუსიკის ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე" ფარგლებში დღეს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით გამართულ კონცერტზე, სხვადასხვა კლასიკური და ხალხური მუსიკალური ნაწარმოებების გარდა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობელიც შესრულდა.

საგალობელი, სახელწოდებით „ავე მარია" იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა ქართველმა საოპერო მომღერალმა იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულა. კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედიც ესწრებოდნენ. კონცერტის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს სპეციალურად შექმნილი „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი" გადასცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)