Google+

სიახლეები

09.04.2010
მიხეილ სააკაშვილი ”მშვიდობის ხიდის” კონსტრუქციის მტკვარზე გადაკიდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი "მშვიდობის ხიდის" კონსტრუქციის მტკვარზე გადაკიდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 9 აპრილი საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და ტკივილიანი წარსულის გახსენების დღეა.

"თუმცა, დღეს სიმბოლურად ვხსნით ხიდს, რომელიც არამხოლოდ მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადებული ხიდია, არამედ ხიდი საქართველოს წარსულიდან უკეთეს მომავალში, ხიდი თაობებს შორის, ხიდი საქართველოს დიდ ისტორიასა და თანამედროვეობას შორის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნული ხიდი განასახიერებს საქართველოს მმართველობის კონცეფციის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს - გამჭვირვალეობას, მობილურობას, თანამედროვეობას.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იტალიელ არქიტექტორს მექელე დე ლუჩის, რომელმაც ხიდის პროექტი შექმნა და განაცხადა, რომ მისი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ნაშრომები ბოლო წლებში სწორედ საქართველოში შეიქმნა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მშენებლობების უმეტესობა ბათუმში, ქუთაისში, სიღნაღში, მესტიაში ქართველი არქიტექტორების მიერ ხორციელდება.

"საქართველოში მშენებლობა გაგრძელდება. სამ წელიწადში საქართველოში ყველგან იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება, 2 წელიწადში ქვეყნის თითქმის 100 პროცენტი გაზიფიცირდება, ხოლო 2-3 წელში საქართველოს ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტთან კარგი გზით მისვლა იქნება შესაძლებელი."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, მოდერნიზაციის პროცესში, გარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, აუცილებელია ყველა ბავშვს დაურიგდეს კომპიუტერი და მათ კომპიუტერით სარგებლობა ისწავლონ, ასევე პირველი კლასიდანვე დაიწყონ უცხო ენის სწავლება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს პერსპექტივა და იგი მომავლშიც ბევრჯერ გააკვირვებს მსოფლიოს.

მიხეილ სააკაშვილმა თბილისის აღმშენებლობის საქმეში დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას დამსახურებებზე ისაუბრა.

"ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის კოტექსტის გარეშე, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუქტურის გარეშე, დავიდოთ გულზე ხელი და ყველაზე უფრო მკაცრმა კრიტიკოსმა თქვას, როდესმე, რომელიმე პერიოდში, თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, გაკეთებულა თუ არა ამ ქალაქში ერთჯერადად ამდენი, რამდენიც შენდება დღეს",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პირველი აღირება და მადლობა ეკუთვნით იმ მუშებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე აღმშენებლების პროცესებში არიან ჩართული და 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ძველ დროში მეფეებს ერქვეთ აღმშენებლები, დღეს კი, დემოკრატიისა და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს გამოწვევებთან გამკლავება უწევს, თითოეული ადამიანია მერიც, პრეზიდენტიც და აღმშენებელიც.

მისივე თქმით, "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის~ პროექტებზე ათასობით ადამინია დასაქმებული.

"სწორედ ეს არის ღირსების საკითხი, როცა საუბრობდნენ ღირსებაზე ზოგიერთები. აი, ღირსება ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს - როცა ეტყვის თავის შვილებს, შვილთაშვილებს, რომ მე ავაშენე ეს ქალაქი, მე შევქმენი ის, რითიც თქვენ ასე ძალიან ამაყობთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)