სიახლეები
09.04.2010
მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისია
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისია. კომისიას დაევალა იურიდიული და ისტორიული შეფასება მისცეს საქართველოს წარსულს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეხება.
"ჩვენთვის უახლესი ისტორიის ადეკვატური ცოდნა მნიშვნელოვანია. ისტორია არის ცოცხალი მატერია. ვისაც გონია, რომ ისტორია მხოლოდ სახელმძღვანელოებშია, ან ცუდი ამბები მხოლოდ რომელიმე ტელევიზიის შემაშინებელ, დამაპანიკებელ გადაცემაშია, მას ვურჩევ ყურადღებით დააკვირდეს ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს.
ასევე დააკვირდეს რაც ხდება აფხაზეთში და ქართლის შუა გულში. მინდა ბევრი მეცნიერი და ისტორიკოსი ჩაერთოს ამ კომისიის მუშაობაში."-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში, სადაც ხელი მოაწერა განკარგულებას - "ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისიის შექმნის" შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური