სიახლეები
09.04.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთო ეროვნული გამოცდების სამზადისით დაინტერესდა და დღეს განათლების მინისტრს კახა ლომაიას შეხვდა. მიხილ სააკაშვილმა კახა ლომაიას რეგისტრაციის ვადის 2-3 დღით გადაწევა დაავალა, რადგან მსურველთა რაოდენობა ნავარაუდევზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა. პრეზიდენტის განცხადებით, საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი და ნერვიულობა სრულიად უადგილოა, რადგან მათი შევსება მესამე კლასელ ბავშვსაც შეუძლია. "თუკი 9 წლის ბავშვი ტესტს წარმატებით ასრულებს, ეს 17 წლისამაც უნდა შეძლოს, თუმცა საამისოდ რაღაც მაინც უნდა იცოდეს. საქართველოში პროტექციის, ჩაწყობისა და უცოდინრობის ხანა უნდა დასრულდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხილ სააკაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ აბიტურიენტები კონფლიქტის ზონებიდანაც უნდა ჩამოვიდნენ, თუმცა შეფასების კრიტერიუმები ყველასთვის ერთნაირი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური