Google+

სიახლეები

02.10.2005
მიხეილ სააკაშვილმა შუალედური არჩევნები დადებითად შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შუალედური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეთა პოლიტიკურ კულტურას დადებითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ "ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს."

მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში შუალედური არჩევნები ჩვეულებრივ დაბალი აქტივობით გამოირჩევა, პრეზიდენტის თქმით, "ამომრჩეველმა საკმაოდ დიდი აქტივობა გამოიჩინა"

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ოპოზიციის მაჩვენებლით შეშფოთებულია. " ოპოზიციას ჰქონდა კატასტროფული მაჩვენებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში სახეზეა ოპოზიციის მკვეთრი სისუტე, რაც კარგი არ არის, ყველაზე წარმატებულ ხელისუფლებასაც კი ჭირდება გარკვეული პოზიციების მქონე ოპოზიციური პარტიები".

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება იყო დამაჯერებლი და იმედის მომცემი. "ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლება არა მხოლოდ არსებობს, არამედ ძლიერდება მყარად იდგამს ფესვებს ქართულ საზოგადოებაში"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)