Google+

სიახლეები

03.10.2005
საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველში ვიზიტად მყოფი ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაზის ექსპორტის თემასთან დაკავშირებით,ორი ქვეყნის ენერგეტის უწყებებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, ასევე მოხდება ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება. ნაზარბაევის განცხადებით, ყაზახეთი აპირებს მონაწილეობა მიიღოს პრივატიზაციის პროცესსა და ტურიზმის განვითარებაში. ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ინფრასტურქურისა, ტურისმისა და ენერგეტიკის სფეროებში ითანამშრომლოს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მიესალმება მეგობარი ქვეყნის ასეთ დაინტერესებას, რადგან ყაზახეთში გატარებული რეფორმები ჩვენი ქვეყნისათვის მისაბაძი მაგალითია.ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს დღეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე აჭარის ავტონომიის თავმჯდომარემ და მანგისტაუს ოლქის ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)