Google+

სიახლეები

08.10.2005
მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულ რეგიონებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყალდიდობებითა და მეწყერით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია. " საქართველოს ხელისუფლება უახლოეს ხანებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებას დაიწყებს. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოზურგეთის 10 ათასმა მცხოვრებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს." - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტმა გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი გორგაძის საქმიანობაზე ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ პირადად მან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოში მეწყერის შედეგად დაღუპული, სოფელ ხიდისთავის მკვიდრის, გედევან ფოცხიშვილის ოჯახის წევრები მოინახულა. "ფოცხიშვილები მინიმუმ ორ დღეში ახალ სახლში გადავლენ, ავეჯისა და სახლისათვის აუცილებელი ნივთების შეძენა დაწყებულია"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დღესვე პრეზიდენტის ფონდიდან ოზურგეთში ხუთი ტრაილერი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გურიაში სტიქიის შედგად დაზარალებულებისათვის ტვირთის გადანაწილება ხვალიდან დაიწყება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)