Google+

სიახლეები

02.11.2005
მიხეილ სააკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა

სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მუშაობის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინისტრების უმრავლესობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მიხეილ სააკაშვილით თქმით, ხალხისთვის შექმნილი მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ მათ პრობლემები არ ჰქონდეთ. საქართველოს პრეზიდენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოქალაქეებთან თანამშრომლობის გააქტიურებისაკენ, ბიუროკრატიული აპარატის მოშლისა და თამამი ინიციატივებისაკენ მოუწოდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)