Google+

სიახლეები

03.11.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭას ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭას ესტუმრა, სადაც ონის სინაგოგის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის განვითარების საკითხებზე ისაუბრა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი იმ პრობლემას, შეეხო, რომელიც ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული. მან აღნიშნა, რომ რაჭის მცხოვრებლებისთვის დედაქალაქთან დაკავშირება გართულებულია, რადგან სამაჩაბლოზე გამავალი უმოკლესი გზით, 15 წელია ვეღარავინ სარგებლობს. "ამასთან შეგუებას არ ვაპირებ, რადგან ის, ვინც მეზობელ სახელმწიფოში საქართველოს დაქუცმაცების გეგმებს აწყობს, არც საქართველოს გეოგრაფიას იცნობს არც ისტორიას და არც მის კულტურას. ჩვენი ძლიერება არც მილიონებით და არც ჩვენი სხვა, უფრო დიდ ქვეყნებთან შედარებით იზომება - ჩვენ ის ერი ვართ, რომელსაც უფრო მზაკვრული მოქმედებებისთვისაც გაუძლია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ქვეყნის პრეზიდენტი მიგრაციისა და დასაქმების პრობლემებსაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილი ონის რაიონში მურმან ლებანიძის მონუმენტის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო და მოსახლეობას გაესაუბრა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებელის ძეგლის გადატანა მართებული გადაწყვეტილება იყო. ამის დასტურად, მან მურმან ლებანიძის ის ლექსი გაიხსენა, რომლშიც პოეტმა დავით აღმაშენებლის ძეგლის მდებარეობა დიდი ხნით ადრე განსაზღვრა.

მიხეილ სააკაშვილი ონიდან ამბროლაურის რაიონში გაემგზავრა, სადაც ახალი ღვინის ქარხანა და ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი გახსნა.

პრეზიდენტი ამბროლაურის ცენტრში იტალიის ქალაქ მაგრელიოს პარკის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელსაც მაგრელიოს მერი და საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც ესწრებოდნენ.

დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა ამბროლაურის ღვინის ქარხნის სადეგუსტაციო დარბაზიც მოინახულა და ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული რაჭული ღვინოც დააჭაშნიკა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)