Google+

სიახლეები

02.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ეწვია. იგი აეროპორტიდან ახალგაზრდობის გამზირზე მივიდა, სადაც სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სასახლის მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზეა გათვლილი, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში 2007 წელს უნდა დასრულდეს. მისი მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო.

"ქუთაისელ კალათბურთელებს არასოდეს ჰქონიათ კარგი სათამაშო მოედანი, ხოლო მოჭიდავეებს - გამთბარი სპორტული დარბაზი. როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ მოედანი და სპორტული დარბაზი კი არა, სპორტის სასახლე აგვეშენებინა. ჩვენ ისეთი სპორტული კომპლექსი გვჭირდება, სადაც განათებულ, გამთბარ, სუფთა დარბაზში სხვადასხვა სპორტულ სექციებში ჩაებმებით, გაიკაჟებთ ჯანმრთელობას, ივარჯიშებთ და მიაღწევთ წარმატებებს. აქ, იმედია, მსოფლიო ჩემპიონებიც გაიზრდებიან, ხოლო ის, ვინც ამ ტიტულს ვერ მიიღებს, უბრალოდ, კარგი მოქალაქე დადგება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასაც ესტუმრა და მის კურსდამთავრებულებსაც შეხვდა. პრეზიდენტმა მათ სკოლის დამთავრება მიულოცა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებაში დახმარებას დაპირდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)