Google+

სიახლეები

08.12.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ელმავალმშენებელი“ ქარხანა მოინახულა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებელი" ქარხანა მოინახულა, სადაც საპრეზიდენტო პროგრამის მიხევით დასაქმებული ადამიანები მუშაობენ. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრებთან ერთად საწარმო დაათვალიერა, იქ მიმდინარე დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამას გაეცნო და დადებითად შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო პირობებით დაინტრესდა, რის შემდეგაც მუშებს პირობების გაუმჯობესებას დაპირდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან საპრეზიდენტო პროგრამას ეკონომიკის მინისტრი ჩაიბარებს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს პროგრამა ქართული ეკონომიკის კარგი გამოცდა იყო და უახლოესი თვეების განმავლობაში ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი სწორედ სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

„ჩვენი ამოცანაა - ეს პროგრამა ეკონომიკის სამინისტროში გადავიდეს, ვინაიდან ეკონომიკის სამინისტრო სწორედ ამ პროდუქციის მოხმარებაზეა ორიენტირებული. მომავალ წელს ეს პროგრამა მიზანმიმართულად უნდა გაგრძელდეს და თიოთოეული სამუშაო ადგილი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის მთავარი" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკაში განსაკუთრებული მიღწევების მქონე პირების ეკონომიკური მედლით დაჯილდოების ინიციატივით გამოვიდა.

„მედალი ეკონომიკაში უნდა გადაეცეს მას, ვინც ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა, ყველაზე მეტად გაზარდა ბიზნესი და ყველაზე მეტად გამოადგა ქვეყანას. საბრძოლო ორდენები გვაქვს და ეხლა ეკონომიკურ ფრონტზე ვინც იბრძვის, ისინი უნდა წავახალისოთ, რადგან ფრონტის ხაზი ახლა ეკონომიკაზე გადის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)