Google+

სიახლეები

08.12.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგი ბიზნესმენების 22 კაციან დელეგაციას შეხვდა. საუბარი საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, ნეგატიური რეკლამის მიუხედავად, საქართველომ შეძლო, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველ ქვეყნად გადაქცეულიყო. მისი თქმით, ქვეყანაში ფრანგული ინვესტიციის შემოსვლა მაგალითია იმისა, რომ საქართველომ საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ნდობის მოპოვება შეძლო.

"საქართველო, რომელსაც სულ რაღაც ორი წლის წინათ კარგი რეპუტაცია არ ჰქონდა, უცხოური ინვესტიციებისთვის ერთერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულების ადგილი ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ევროპულმა ინვესტიციებმა დაიწყო შემოსვლა. ბოლო თვეების განმავლობაში სამი დიდი ფრანგული ინვესტიცია განხორციელდა და კიდევ რამდენიმე ახალი ინცესტიციის განხორციელება იგეგმება. მომავალ წელს, ამ და სხვა ინვესტიციების წყალობით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების რაოდენობის გაორმაგებას ვაპირებთ. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდება და ბევრად მეტი ეკონომიკური პერსპექტივა გაჩნდება. საქართველომ მართლაც შეძლო იმ ნეგატიური რეკლამის გადალახვა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლების მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ემბარგოს შედეგად გაკეთდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)