Google+

სიახლეები

03.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილ სტუდენტებს მიმართა

დღეს გათავისუფლებული სამი ქართველი სტუდენტი კობა რიგვავა, ივერი ყორშია და ლევან ღაჭავა სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და თავდადებისათვის ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

სტუდენტების დაჯილდოების შემდეგ, პრეზიდენტი სახელმწიფო კანცელარიიდან გარეთ გამოვიდა და იქ შეკრებილ სტუდენტებს სიტყვით მიმართა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე და ამის გამო ენგურის გადალახვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს.

„საქართველოს საზღვარი გადის არა ენგურზე, არა კოდორზე, არა გუმისთაზე, არამედ მდინარე ფსოუზე. არანაირი საზღვარი ენგურის ხიდზე არ არსებობს, შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე ვერავინ ვერ გასამართლდება ამ საზღვრის დარღვევისათვის, ეს ჩვენ არ შეგვიქმნია, არამედ ასე შემოგვინახეს, რაც უნდა შევინარჩუნოთ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართველ ერს აქვს ორ მთავარი ინსტიქტი - ღირსება და სამშობლოს სიყვრული. „ჩვენს მოწინაღმდეგეს ჩვენი გატეხვის და დაჩოქების იმედი ჰქონდა. ასე აღარ გამოვა, ჩვენ მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და შევძლებთ დავანახოთ ყველას, რომ არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ.

თქვენ გამოაგდეთ ხალხი საკუთარი სახლებიდან, თქვენ დაეუფლეთ მათ ქონებას და ბოდიშიც თქვენვე გაქვთ მოსახდელი.

საქართველოში ვერავინ ვერ გაბედავს იმას, რომ ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში გადასასვლელად ნებართვა დააწესოს. თურმე იმისათვის რომ პატარა ბავშვმა სკოლის ფანჯრიდან გადმოიხედოს და თქვას: „გაუმარჯოს საქართველოს", მასწავლებლები უნდა დაიჭირონ;

თურმე იმისათვის რომ მაისური გაცვია წარწერით: „მე მიყვარს საქართველო" , შესაძლებელია გცემონ და მოგკლან კიდეც;

აფხაზეთში იცხოვრებენ ქართველები და აფხაზები, მაგრამ ვერ იცხოვრებენ მშვიდად ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველების ადგილი არ არის.

ჩვენ ყველა ერთად ვაახლოებთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო, მშვიდობიანი გაერთიანების ეტაპს.

თავი შეიკავეთ ძალადობისგან, უკანონობისა და ტერორისაგან, რადგან ყველას მოეკითხება. ეს ის საქართველო აღარ არის, ეს სხვა ქვეყანა, სხვა ერი და სხვა სახელმწიმფოა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)