Google+

სიახლეები

10.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს ესტუმრა

ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწო. საუბარი ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობას შეეხო. საქართველო იმ საერთო საპრეზიდენტო კომიტეტს შეუერთდა, რომლის ფარგლებში პოლონეთთან უკრაინა, თურქეთი და ლიტვა თანამშრომლობს. ეს კომიტეტი ქვეყანათა შორის თანამშრომლობას მინისტრების დონეზე გაამარტივებს. „საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობა სამაგალითოა. პოლონეთი დიდ როლს თამაშობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში. მათი ინიციატივით ხვალ დაგეგმილი სამიტი ამის მაგალითია. ის ფაქტი, რომ კრაკოვის სამიტის პარალელურად სხვა ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრები დაიგეგმა, ამ სამიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. ჩვენ პოლონეთის ინიციატივას საქართველოსთან საპრეზიდენტო კომიტეტის შექმნის თაობაზე მივესალმებით. ამ კომიტეტის მეშვეობით ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მივესალმებით პოლონეთის ინიციატივას, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა არის გზა ევროპისაკენ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე ვარშავის აჯანყების მუზეუმში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალური სტელის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები დაესწრნენ. ქართული ხალხური სიმღერის ფონზე პატივი იმ ქართველი ოფიცრების ხსოვნას მიაგეს, რომლებიც გასული საუკუნის 20-იან წლებში პოლონეთის არმიასთან ერთდ ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის განცხადებით, ქართულ-პოლონურ ურთიერთობას პოლიტიკურის გარდა ისტორიული საფუძველიც აქვს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პოლონეთის თავისუფლებისათვის ბრძოლა ქართველი ოფიცრებისათვის საქართველოსთვის თავისუფლებისათვის ბრძოლაც იყო.

„ეს არის ძეგლი იმ ხალხისა, ვინც ბოლშევიკური რუსეთის და ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ დღეებში აღინიშნებოდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 62-ე წლისთავი. ის ფაქტი, რომ სიმბოლურად სწორედ დღეს ამ მონუმენტს ვხსნით, აჩვენებს რამდენად კომპლექსური იყო ჩვენი ერების ბედი. მაშინ როცა, საქართველო მთელ ევროპას ეხვეწებოდა, ეცნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ბოლომდე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, იყო პოლონეთი. ამ ძეგლის გახნა, ყველა პოლონელისათვის წმინდა ადგლას - ვარშავის აჯანყების მუზეუმის ეზოში, არის პოლონელი ხალხის ძალიან კეთილშობილური ბუნების გამოხატულება" -განცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ხვალ პოლონეთი და საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, კიდევ სამი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად კრაკოვში იმსჯელებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)