Google+

სიახლეები

14.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ლიახვის ხეობას ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ლიახვის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც მან ადგილობრივი პოლიციის ქვედანაყოფი მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა კოკოითს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ქვეყნის პრეზიდენტი კონფლიქტის ზონაში გზების გახსნასა და მოსახლეობაზე ზემოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

"საჭიროდ ჩავთვალე ჩვენი პოლიციის ქვედანაყოფი მომენახულებინა, რადგან რამდენიმე დღის წინათ აქ ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ვითარება სულ უფრო უმჯობესდება. ვფიქრობ, ცოტა მოთმინება გვმართებს და საქმე კარგად იქნება. ცხინვალის ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედება უნდა შეწყდეს - უნდა გაიხსნას გზები და ხალხს პროდუქტების შეტანის, მოძრაობის, ცხოვრებისა და ადამიანური არსებობის საშუალება მისცენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მხრივ არსებული პრობლემები მოგვარდეს და აქაურ მოსახლეობას არც უსაფრთხოების და არც ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ შეექმნას.

რაც შეეხება კოკოითს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი პრობლემების შექმნა, რადგან მის მიმართ ენის მოჩლექვის სურვილი არ გვაქვს. ეს არც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს.

ამიტომ დროა ყველა გონს მოეგოს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)