Google+

სიახლეები

01.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლანჩხუთს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლანჩხუთს ესტუმრა, სადაც ახალი საცურაო აუზი გახსნა. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თასის გამარჯვებული გუნდის, ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელებს შეხვდა.

"როდესაც ასეთი, თითქმის უიმედო ადგილები კეთდება, ბავშვებს წასასვლელი ადგილი უჩნდება, პერსპექტივა და რაიონში დარჩენის ხალისი ჩნდება, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ჩვენ აუზებს ვაკეთებთ არა მარტო აქ, არამედ მთელ საქართველოში - თელავში, ყვარელში, ქუთაისში, ზუგდიდში. ამას წინათ, ჭიათურაში ვნახე განახლებული აუზი. ჯარში წასვლის მსურველებიდან 80 პროცენტმა ცურვა არ იცის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს სპორტით დაკავების საშუალება არ ჰქონდათ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ლანჩხუთის საცურაო აუზის მშენებლობისთვის 270 ათასი ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საამისოდ 60 ათასი ლარი დაიხარჯა, ხოლო დანარჩენი თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)