Google+

სიახლეები

12.12.2007
ნინო ბურჯანაძე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფს ქმნის

2007 წლის 12 დეკემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სამთავრობო სამუშაო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებებს და საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან მათ ურთიერთობებს, 2008 წლის 5 იანვარს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

სამთავრობო სამუშაო ჯგუფში გაერთიანდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები.

სამთავრობო სამუშაო ჯგუფი მოწოდებულია ითანამშრომლოს სადამკვირვებლო მისიებთან საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით.

სამთავრობო სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მისი სხდომები რეგულარულად, კვირაშიო ორჯერ გაიმართება.

სამთავრობო სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ნინო ნაკაშიძე - ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე; ეკატერინე ზღულაძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა - საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი.

სამთავრობო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მიმდინარე საკითხების ეფექტიანად გადაჭრისა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან წარმატებით თანამშრომლობის მიზნით.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)