Google+

სიახლეები

04.02.2008
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ზეთის ქარხანა გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში დღეს პირველი ზეთის ქარხანა "ბათოილი" გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლოეს ორ წელიწადში საქართველო ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბდება. დღეისათვის საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა, მაგრამ ექსპორტის გაზრდა ეკონომიკის განვითარების ერთადერთი შანსია და ორ წელიწადში საქართველო ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბებას მოახერხებს"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბათუმის ზეთის ქარხანას შეუზღუდავი ბაზარი აქვს. „მომავალ წელს საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ზეთი. ქართული წარმოების ზეთს ბაქოში, თურქეთში და რუსეთშიც გავიტანთ. რამდენ მზესუმზირასაც მოიყვანს კახეთი, ყველაფერი გაიყიდება ამ ქარხანაში. ეს არის სოფლის მუურნეობის ახალი საწარმო"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)